რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა

არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ განაცხადა, რომ რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა და 3 მარტის დღის საინფორმაციო გამოშვება ამ სეზონში უკანასკნელი იყო.


„შექმნილ გარემოებებში ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით“, – განაცხადა სინდეევამ.


გენერალური პროკურატურა მაუწყებლებს უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში და არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მოქალაქეების წაქეზებაში ადანაშაულებდა. ორი დღის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „დოჟდისა“ და რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ მაუწყებლობის დაბლოკვა მოითხოვა.