სააკაშვილი: მე ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს ხელისუფლებას  კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა.

“საქართველოს ხელისუფლება კიევში უნდა ჩავიდეს. თუ მათ არ შეუძლიათ, მე გავუკეთებ ყველაფერს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე.
ვეუბნები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და აუცილებლად ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ. იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შესაძლოა არ მიიღონ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.