სააკაშვილი მოხალისეების დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ სამხედრო მომზადება არ აქვთ გავლილი ნუ ჩაეწერებიან შეიარაღებულ შენაერთებში.


,,ძალიან სამწუხარო ფაქტი – ორი ქართველი მოხალისე დაგვეღუპა. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს. წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს. მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს.“- წერს მიხეილ სააკაშვილი.