სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შერიგების იდეას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “შავი სიების” შედგენაზე, დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე – სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას.

სააკაშვილმა და „ნაცებმა“ ისევ ნაცად ხერხს მიმართეს. ისევ გააცოცხლეს ე.წ. „შავი სიების“ (იკითხე „დასაჭერთა სიების“) იდეა, და პარალელურად ამ სიაში შეყვანილ ადამიანებზე (მოსამართლეებზე, სამართალდამცავებზე, საჯარო მოხელეებსა და მათთვის არასასურველ პირებზე) ბულინგის დაწყება და მათი სტიგმატიზაცია.

თუმცა, არასასურველი პირების ბულინგს და სტიგმატიზაციას, სხვადასხვა შეფუთვით, უკვე კარგა ხანია ეწევიან ნაცებთან აფილირებული ენჯეოები.ამის ყოველივეს ფონზე, ეროვნული თანხმობა/შერიგების მიღწევა როგორ გესახებათ?

ზაალ ანჯაფარიძე