სააკაშვილმა პროცესზე უკრაინისთვის ილოცა

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და შეუერთდა პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.


„გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში. მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას- ჩუმად, თქვენთვისაც შეგიძლიათ ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.