რა შემთხვევაში შეგიძლიათ საბერძნეთში წასვლა

­სა­ბერ­ძნე­თის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც 7 თე­ბერ­ვალს გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო და­ე­მატა იმ ქვეყ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც სა­ბერ­ძნეთ­ში შეს­ვლა შე­უძ­ლი­ათ. ამის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა თუ:

სა­ბერ­ძნეთ­ში მი­მა­ვა­ლი მგზავ­რი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ პი­რო­ბე­ბი­დან ერთ-ერთს.

ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია გამ­გზავ­რე­ბამ­დე არა­ნაკ­ლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოწ­მო­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბოლო დო­ზი­დან მომ­დევ­ნო ცხრა (9) თვის გან­მავ­ლო­ბა­ში

ან წა­რად­გენს COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს, გა­ცე­მულს დი­აგ­ნოს­ტი­კი­დან მე-14 დღეს – 180 დღი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის ვა­დით

ან წა­რად­გენს უარ­ყო­ფით მო­ლე­კუ­ლურ ტესტს (PCR), რო­მე­ლიც მგზავ­რო­ბამ­დე მაქ­სი­მუმ 72 სა­ა­თით ად­რეა გა­კე­თე­ბუ­ლი, ან ოც­და­ო­თხი (24) სა­ა­თით ადრე გა­კე­თე­ბულ ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტის უარ­ყო­ფით პა­სუხს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე შე­ავ­სოს PLFფორ­მა.