საფრანგეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთს უკრაინაში თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს.


„პრეზიდენტის მოთხოვნით გადავწყვიტეთ გადაგვეტანა ჩვენი საელჩო კიევიდან ლვოვში უკრაინის დედაქალაქში არსებული რისკებისა და საფრთხეების გამო. ელჩი რჩება უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მოქალაქეებსა და ასევე უკრაინის ხელისუფლებას“, – აღნიშნა მან