სალომე ზურაბიშვილი დღეს წლიურ ანგარიშს წარადგენს

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს.
ზურაბიშვილი მოხსენებისას ისაუბრებს გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.


„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.