საომარი მოქმედებებით გამოწვეული ზარალი მინიმუმ 500 მილიარდი დოლარია

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო მიყენებული წინასწარი ზარალი მინიმუმ 500 მილიარდი დოლარია, მაგრამ ეს თანხა საბოლოო არ არის და კიდევ გაიზრდება.


„უამრავი ლოგისტიკის ჯაჭვი სრულად დაირღვა, ბევრი საწარმო განადგურდა და ზოგიერთი უბრალოდ ვერ მუშაობს, რადგან მათი თანამშრომლები წავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროში თვლიდნენ, რომ ომის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედიდან ნახევრამდე იქნებოდა, თუმცა ზუსტი თანხა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა მარჩენკომ.