საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა.


„25-წლიანი წევრობის ისტორიის შემდეგ, ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე“, – დაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა Twitter-ზე.


აღნიშნულ გაცხადებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ევროპის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღეს.