საფერავი შავი ზრვის ფსკერიდან

ქვევრი მარანში, ქართული ღვინის დაძველების ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი შენახვისა და დაძველების საშუალება იყო ოდითგან. თანამედროვეობამ და ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენი სტატიის გმირებს საშუალება მისცა სარფსა და კვარიათში შავი ზღვის ფსკერზე გადაეტანათ მარანი.

დაივერმა დავით ნიკოლეიშვილმა და მეღვინე ზურაბ ქუმსიაშვილმა შავ ზღვაში ღვინის დავარგება 2020 წელს დაიწყეს. სარფსა და კვარიათში, სხვადასხვა სიღრმეზე, რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო ჩაძირეს. პირველი თიხის ამფორები, ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინით, 500 ლარად გაიყიდა. ახლა გეგმაში, წყალქვეშ, პირველი, ქართული ღვინის მარნის მოწყობა აქვთ. ვნახოთ ვიდეო:

წყარო ამერიკის ხმა