საქართველოდან უკრაინაში 580 ტონა დახმარება გაიგზავნა

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ 18 მარტისთვის საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 580 ტონა დახმარება.

„ეს ტვირთი უკრაინაში 2 თვითმფრინავით და 22 სატვირთო ავტომობილით გაიგზავნა. თანხები, რომლებიც საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე აკუმულირდა, სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესაძენად იხარჯება. საქართველოში ვყიდულობთ მედიკამენტებს, პოლონეთში – საყოფაცხოვრებო ნივთებს, თურქეთში სპეციალურ სააფთიაქო ნაკრებებს.

ბევრი კითხულობს, რა არის პირველადი მოხმარების ნივთები, გპასუხობთ – ეს არის სურსათი და ბავშვთა კვება, მედიკამენტები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს თანხები ყველაზე საჭირო ნივთების შესაძენად დავხარჯოთ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.