საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის-იან კელი

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის, – აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ დაწერა, რითიც ის სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში.

„მესიჯი მარტივია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში“, – წერს იან კელი