Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 22

Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 28
საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია - კომიტეტის თავმჯდომარე
Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/generators/schema-generator.php on line 185

საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია – კომიტეტის თავმჯდომარე

კერძო სექტორის ნაწილი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დროებით შემცირებას ითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კი მათ პასუხობს, რომ საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია, მოკლევადიანი ინფლაციის გამო კი , ამ პოლიტიკის გადახედვა საჭირო არ არის.

“ფასების ზრდა გარდაუვალია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკაში. ეს არის მოკლევადიანი, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი შესაძლებელია მისი მეტ-ნაკლებად დასტაბილურება. საგადასახადო კუთხით საქართველო არის იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც დაბალია გადასახადები. აქედან გამომდინარე (გადასახადების შემცირებამ) არ მგონია, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკის აღდგენის დაჩაქრებაზე”,- განაცხადა კომიტეტის თავმდჯომარემ