ზესტაფონი–ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან დღეს, დილით მოხდა.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჭდე: ავარია

აღმაშენებლის ხეივანზე დიდი სიჩქარით მოძრავი სედანი ტაქსს შეეჯახა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მარკეტში შევარდა. მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მიკროავტობუსს ნივის მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ის 70 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“მოვდიოდი გუდაურის მიმართულებით, წინ მიდიოდა აღნიშნული ნივა, მომიჭრა გვერდიდან დავარტყი და დარტმის შედეგად მე ინერციის შედეგად მარცხნივ გადავვარდი. მე არაფერი ვიცი, ჩემი ალკოტესტი ჯიბეში მაქვს, თამამად შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ ნასვამი არ ვიყავი. ხრამში გადავიჩეხეთ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სწორად ჩავსულიყავი, მაგრამ გადატრიალდა მანქანა და ორიენტაცია მეც დავკარგე და იმ ხალხმაც, უკან რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ რომ გადმოვედი მანქანიდან ერთი პატარა ბიჭი ადგილზე იყო დაღუპული და ერთი ქალბატონი იყო,”– თქვა მიკროავტობუსის მძღოლმა.
რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაშავებულ 6 ადამიანს, ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით