სამხედრო დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებსაც მიაწვდის.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ 450 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რომლითაც უკრაინისთვის იარაღის შეძენასა და მიწოდებას დააფინანსებენ.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ სამხედრო დახმარებას უკრაინა დასავლეთ საზღვრიდან მიიღებს, რომელიც ღიაა.


„უდავოდ, უკრაინას ჩვენ მივაწვდით იარაღს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ მათ გამანადგურებლებიც კი მივაწოდოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საბრძოლო მასალებზე, ჩვენ ვაწვდით უფრო მნიშვნელოვან იარაღს, ომში გასაგზავნად“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.


შეთანხმებული 450 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალურად უგზავნიან უკრაინას საბრძოლო აღჭურვილობასა და იარაღს.