სააგენტო „როიტერის”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომიკრონის“ შტამის სწრაფი გავრცელებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მსოფლიოში ბოლო 24 საათში 4 282 რეისი გაუქმდა, აქედან 1 800 ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ბოლო 24 საათში გადაიდო 11 000-ზე მეტი რეისი, რომლის ძირითად მიზეზად აეროპორტის თანამშრომლების დეფიციტი სახელდება, რადგან აეროპორტში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ან ვირუსითაა ინფიცირებული, ან იზოლაციაშია.


„დელტა ეარლაინსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს თხოვნითაც კი მიმართა, გადახედოს კოვიდინფიცირებულებისა და მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანების იზოლაციის ვადებს.

,,როიტერის” ცნობით, ორი წლის შემდეგ პირველად, ერევნიდან სტამბოლში პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა.


ავიარეისის განხორციელებაზე, დაძაბული ურთიერთობის მქონე ორი მეზობელი ქვეყანა, გასულ თვეს, მოსკოვში მოლაპარაკებაზე შეთანხმდა.

აღნიშნული შეხვედრა მხარეებმა „პოზიტიურ და კონსტრუქციულ“ ნაბიჯად შეაფასეს.


როგორც მოლაპარაკებაზე ითქვა, შეთანხმება სომხეთსა და თურქეთს შორის, 1993 წლიდან დახურული სახმელეთო საზღვრის გახსნის წინაპირობაც შესაძლოა გახდეს.