ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მთავარი მოტივი ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის, არის ჯანდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი და სამინისტროს მართვას სჭირდება ბიზნეს მენეჯერი. სოციალურ მიმართულებას ისევ თამარ გაბუნია ჩაიბარებს და გატარდება რეფორმა რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით 300 000 ქმედუნარიანი უმუშევარის დასაქმებას. ისინი დასაქმდებიან საზოგადოებრივ, ურბანულ და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დახმარება ისევ შეუნარჩუნდებათ.