აზოვის ზღვასა და ოდესაში შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ძალების ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას როიტერსი ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს.

“აზოვის ზღვასა და ოდესაში შავი ზღვის ფლოტის ძალების სადესანტო ოპერაცია მიმდინარეობს”, – წერს გამოცემა.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში ოდესაში, ხარკოვსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.