ეპისკოპოსმა ათანასე შნაიდერმა შაბათს განაცხადა, რომ ყაზახეთში, უპრეცედენტო არეულობისას, კათოლიკეები უსაფრთხოდ არიან.
მთავარეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსმა, ათანაზიუს შნაიდერმა, ტვიტერზე 8 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა – „ყაზახეთში კათოლიკეები ღვთის წყალობით არიან დაცულნი“, – წერს ის. „ჩვენ ვაგრძელებთ წმინდა წირვის აღსრულებას, ევქარისტიულ თაყვანისცემას და ვლოცულობთ ქვეყანაში მშვიდობისა და სოციალური ცხოვრების ჰარმონიისთვის, რაც ყაზახ ხალხს სურს.
ქვეყანაში დაახლოებით 250 000 კათოლიკეა, რომელთაგან ბევრი ეთნიკურად პოლონელი, ლიტველი და გერმანელია.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები 2 იანვარს გაზის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ჟანაოზენში დაიწყო და სხვა ქალაქებში, მათ შორის ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათიში გაგრძელდა. პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო : CNA