აინშტაინი დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) იღებს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

ნობელიანტ ფიზიკოსს, ალბერტ აინშტაინს, რომელიც სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში ფარდობითობის თეორიით გახდა ცნობილი, ისრაელის პირველმა პრეზიდენტმა, ხაიმ ვაიცმანმა, 1952 წელს ცოცხლებს შორის “უდიადესი ებრაელი” უწოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ვაიცმანი დაიღუპა, არავისდა გასაკვირად, საელჩომ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზა.

თუმცა, ფიზიკის თავმდაბალმა გენიოსმა თავაზიანი უარით უპასუხა შეთავაზებას, განაცხადა, რომ თანამდებობისთვის არაკვალიფიცირებული, ძალიან მოხუცი (73 წლის) და სხვა საპატიო უნარების არმქონე იყო.