საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ანალიზს აკეთებს, სადაც მთავრობას და ეროვნულ ბანკს გულგრილობასა და მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასების ხარჯზე ხეირში ადანააშაულებს.

“ეროვნული ბანკის თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლით სამარცხვინო ოცეულში ჩვენი საპატიო ადგილი არ დავკარგოთ. ამჯერად, მე-17 ადგილზე გადავედით, რადგან მოლდოვამ გაგვასწრო (საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia – მორიგ ანგარიშში არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ, რომ მოლდოვაში უარესად აქვთ საქმე). შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, თუ რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა 2.5 ლარით ფულის მასა 2021 წელს, რის გამოც ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ ასეთ მიზეზზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

როცა მთავრობა დოლარებში იღებს ვალს, ეროვნული ბანკი (რომელიც მთავრობას საბანკო ოპერაციებში ემსახურება) ამ დოლარებს არა ბირჟაზე ყიდის, არამედ ეროვნული ბანკის რეზერვებში უშვებს, სანაცვლოდ კი ლარებს “ბეჭდავს” და აძლევს მთავრობს. მაგალითად, 2021 დეკემბერს მთავრობამ 450 მილიონი დოლარის ვალი აიღო, რომელიც ეროვნული ბანკის წყალობით 1.4 მილიარდ ლარად იქცა. მთავრობას 450 მილიონი დოლარი ბირჟაზე რომ გაეყიდა, ლარი ახლა ბევრად უფრო მყარი იქნებოდა. შეიძლება ბევრ ადამიანს ეს მოსწონებოდა, მაგრამ მთავრობა შედეგად ნაკლებ ლარს მიიღებდა (რადგან დოლარს სულ უფრო და უფრო იაფად გაყიდიდა). ასე კი ეროვნულმა ბანკმა მთავრობას დოლარები ფიქსირებული (და მაღალი) კურსით დაუხურდავა. შედეგი: ლარი არ გამყარდა, ბიუჯეტში მეტი ფული შევიდა.”-წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი..

თქვენ მკითხავთ: “1.4 მილიარდი ლარი ხომ ინფლაციას გაზრდის?” კი, ასეა, მაგრამ რაც უფრო მაღალია ფასები, მით უფრო მეტი ფული შედის ბიუჯეტში, მაგალითად, დღგ-ს სახით. ამიტომ მთავრობამ ჯერ კონვერტაციის დროს იხეირა, ხოლო მოგვიანებით ფასების ზრდისგანაც მიიღებს სარგებელს. სხვა სიტყვებით, ინფლაცია – ფარული გადასახადია, რომლითაც მთავრობა (ეროვნული ბანკის მეშვეობით) გვბეგრავს. ხოლო, რადგან ამის უკან უამრავი ბენეფიციარი დგას (მთავრობა, საბანკო სისტემა, ეროვნული ბანკის პარაზიტები და ა.შ.), ბევრი ენერგია და რესურსი იქნება დახარჯული, რომ ფარული დაბეგვრა ფარულად რჩებოდეს, ხოლო ადამიანები ფასების ზრდას ბიზნესმენებს აბრალებდნენ, ხოლო “ექსპერტები” შოკებს, შოკუნიებს და “კოვიდს“.

სანდრო რაქვიაშვილი – თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება. იმედი მქონდა, რომ შალვა ნათელაშვილი არ მოიქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქმისადმი ასეთი მიდგომა მოსაწონი არ არის.„ბევრი გარემოებაა. პირადად მე, არ მაწყობდა შალვას ასეთი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, იმედი მქონდა, რომ არ მოიქცეოდა ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, როგორც მოსულა პოლიტიკაში, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდა – ასე ხდება.რაც შეეხება აწიოკებას – თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა ისედაც პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება. ცხადია, ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად ვიღაც მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს.

ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლა-არშესვლას გმირობად მიიჩნევენ და ზოგადად, ამაზე დისკუსია მიმდინარეობს მთელი წელი. უბრალოდ რაღაცნაირად მართლა დასაცინი გავხდით, გარედან რომ გვიყურებენ. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ დიპლომატებთან.

დიპლომატი კეთილად თუ არის განწყობილი, ის წუხილით საუბრობს ამაზე, თუ ნეიტრალურია, უბრალოდ დაგვცინის იმაზე, რომ ჩვენთან პარლამენტარი გმირია, თუ არ შევიდა, ან გმირია, თუ შევიდა პარლამენტში. ვიღაცას შარლ მიშელი სჭირდება, რაღაც კანონპროექტი და ასე შემდეგ, რომ პარლამენტში შემოვიდეს. ნუთუ შეიძლება, ამდენი ხანი ეს სერიოზული დისკუსიის საგანი იყოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.