დიდი ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხრივი ალიანსის შექმნას გეგმავს. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელიზაბეტ ტრუსმა გააკეთა.

,,ვავითარებთ ახალ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ასევე ვცდილობთ ალტერნატიული ენერგიის მიწოდებას, რათა ქვეყნები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზზე. მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა ტრუსმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის კრიზისი გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს, ამიტომ ერთობილი მოქმედებაა საჭირო.

,,თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფრთხეები არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ხასიათისაა, ამიტომ გამოწვევებს ერთად უნდა ვუპასუხოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

გამოსვლის შემდეგ ალიანსის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამსახველი რუკა საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნდა. წარმოდგენილ რუკაზე ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული ალიანსი გამოსახულია მუქი ლურჯი ფერით, ნატო – ცისფერი, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები (რუსეთი და ბელარუსი) კი წითლი ფერით.