მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, ვისი ბრძანებით ვარ ცხრაკლიტულში გამოკეტილი, ვურჩევ, ნახოს Tik-Tok-ის ბოლო კვლევა. რუსების დაფინანსებული “ალტ-ინფო” თავისი ფულის უმეტეს ნაწილს ჩემს გასაშავებლად ხარჯავს.

რუსებმა იციან, რომ ყველაზე ანტი-რუსული ნაწილი ჩვენთან ახალგაზრდობაა და ამავე დროს, მათ არ ახსოვთ 2012 წლამდე დრო და ცდილობენ, თავისი ტყუილებით გამოუტენონ თავი, რათა გაუნეიტრალონ ოკუპანტისადმი წინააღმდეგობის სურვილი. ამიტომაც იყენებენ Tik-Tok-ს.

მე მინდა ვუთხრა ქართველ პატრიოტებს, ჩვენც მასობრივად შევქმნათ Tik-Tok-ის კონტენტი, რათა მტერმა ვერ დაგვამარცხოს ახალგაზრდობის საინფორმაციო კამპანიაში. ესეც იმ დიდი ომის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იწარმოება-წერს მიხეილ სააკაშვილი.