თამარ ცომაია , ამერიკაში მცხოვრები პიროვნების პირადი მწვრთნელია ე.წ. Coach(ქოუჩი). ქართველი ქალი, რომელმაც დიდ წარმატებას , დიდი შრომის შედეგად მიაღწია …
გამარჯობათ თამარ, მოდით დავიწყოთ თქვენი ისტორიით და გავეცნოთ მკითხველს.
ყველა ადამიანის ცხოვრების ისტორია განსხვავებულია, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს თითოეული მახასიათებელი. დავიბადე უკრაინაში, გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან ვფიქრობდი იმაზე რომ რაღაც მიზნისთვის ვიყავი დაბადებული. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ მისიისთვის გავატარე. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, ლიტერატურა, ხელოვნება ადამიანებზე და საკუთარ თავზე დაკვირვება. ყოველთვის მაწუხებდა ჩემს ასაკთან შეუსაბამო კითხვები ზოგადსაკაცობრიო საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი ბავშვობის უდიდესი ნაწილი სანთლის შუქზე წიგნების კითხვაში გავატარე , რამაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 12-13 წლის ასაკიდან დავიწყე ფიქრი და ოცნება ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, სადაც შევძლებდი წიგნების გმირებივით წარმატებული და რეალიზებული ვყოფილიყავი. ყოველთვის ფანტაზიის დიდი უნარით გამოვირჩეოდი, რაც მეხმარებოდა წარმომედგინა ჩემი მომავალი ცხოვრება და გადამედგა საჭირო დროს საჭირო ნაბიჯები, რათა სასურველი ცხოვრება რეალურად მექცია. რათქმაუნდა მრავალი ხელისშემშლელი გარემოებები შემხვდა, მათ შორის მშობლის მიერ პროფესიის გადაწყვეტა და გათხოვება პატარა ასაკში, რაც ჩვენი კულტურიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს. დედის დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და მისწრაფება გავმხდარიყავი დიზაინერი დროებით დავივიწყე. საკმაოდ რთული აღმოჩნდა სტუდენტობის პერიოდი ჩემთვის, რადგან მიუხედავად წარჩინებული სტუდენტობისა მომიწია ჩემი ყურადღების და ენერგიის გადანაწილება ახალშექმნილ ოჯახზე შვილებზე და დედაზე, რომელიც სიმსივნით იტანჯებოდა. დედის , მამის და გამზრდელი ბებოს გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების მართვის სადავეები ამეღო ხელში და ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც ინტუიცია მიკარნახებდა და როგორც ბავშვლობის წლებში მქონდა წარმოდგენილი ახალი ცხოვრება ახალ ქვეყანაში , ახალი პროფესიით, ახალი ენერგიით… აქ სრულება ჩემი ცხოვრების ერთი მონაკვეთი და იწყება ამერიკული ოცნებების ხანა …
როგორ აირჩიეთ პროფესია? კარიერა როგორ დაიწყეთ?
როგორც უკვე ვღნიშნე პროფესია დედის დაჟინებული მოთხოვნით ავირჩიე. მას უნდოდა რომ იურისტი ვყოფილიყავი, რადგან ფიქრობდა რომ ამ პროფესიის ადამიანსათვის საქართველოში ცხოვრება სტაბილური და ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე კავკასიის სამართლის სკოლაში მაგისტრატურა და ვარ ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. იმის გამო, რომ ყოველთვის ხატვით, დიზაინით ვიყავი გატაცებული 12 წლის ასაკში დედის ნების წინაამღდეგ წავედი და ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში, სადაც 4 წელი ვისწავლე სკოლის პარალელურად. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, როდესაც ვეუფლებოდი იმ საგნებს (ფერწერა, გრაფიკა, დიზაინი, ხელოვნების ისტორია) რაც ნამდვილად მომწონდა და მიყვარდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში უფროს სპეციალისტად, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე. გავხდი უფრო დისციპლინებული, ორგანიზებული , პასუხისმგებლიანი, სამართლიანი , სრული პასუხისმგებლობა შევიგრძენი რას ნიშნავდა დამოუკიდებლობა და ზრდასრულობა. სამწუხაროდ მალევე დედა გარდაიცვალა და საქართველოში ცხოვრების სურვილი აღარ მქონდა . გადავწყვიტე ჩემ შვილთან ერთად დამეწყო ახალი ცხოვრება . ამერიკაში ჩამოსვლისთანავე აქტიურად დავიწყე დიზაინის სფეროში კურსების აღება , რათა გავთვითცნობიერებულიყავი სისტემაში. აქტიურად ვქმნიდი აქსესუარების კოლექციებს და მაშინ, როცა სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ახალი იყო წარმატებით ვყიდდი ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყნებში. პატარა ბიზნესის პარალელურად დავიწყე მუშაობა სხვადასხვა კომპანიებისთვის როგორც საქორწინო კაბების დეკორატორმა . თითქმის ერთი წელი როგორც აქსესუარების დიზაინერმა გამოვუშვი მაიამიში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისათვის.
ნიუ-იორკში დაბრუნებისთანავე შევქმენი ჩემი საკუთარი ონლაინ-მაღაზია სადაც წარმატებით ვყიდდი ქალის აქსესუარებს და ტანსაცმელს . მრავალი პროგრამების პარალელურად აქტიურად დავიწყე მუშაობა “N4FW” ზე საკუთარი კოლექციის წარსადგენად. კოლექცია ძალიან კარგი გამოვიდა და მოიპოვა მოდის კრიტიკოსების მოწონება , თუმცა მსოფლიო წარმოების არეალი ზუსტად იმ პერიოდში კოვიდ სიტუაციამ შეაჩერა.
იმ პერიოდში ვმუშაობდი ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ კომპანიისთვის lafayett 148 medison avenu -ზე , სამსახურის დაკარგვით პირადი ბიზნესის , კოვიდ სიტუაციის გამო, შეჩერების ფონზე მივხვდი რომ აუცილებელი იყო საკუთარი თავის დახმარება. აქტიურად დავიწყე ჩემი მისწრაფებების , სურვილების შეფასება და ანალიზი . მივხვდი რომ გარეგნულად ადამიანების გალამაზების გარდა არსებობს მთავარი შინაგანი ფაქტორი, მენტალური სიძლიერე , რომელსაც დღევანდელ რეალობაში შესაბამისი ყურადღება არ ექცევა . დიზაინერობის პარალელურად ფსიქოლოგია და ადამიანებზე დაკვირვება ყოველთვის ჩემი გატაცება იყო . მრავალი კურსი ავიღე თვითგანვითარებაზე , დავრწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში და გავხდი სერტიფიცირებული და საშუალება მომეცა არა მხოლოდ ვიზუალზე , არამედ ადამიანების შინაგან სიძლიერეზე მეზრუნა. დავიწყე ჩემი საკუთარი “coaching” ბიზნესი. ჯგუფური და ინდივიდუალური კურსები კლიენტებთან , რომელთაც სურთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნან, ერთი წლის წინ ჩემს კურსელთან და მეგობართან ფსიქოლოგ ქეთი ჭარელაშვილთან ერთად დავაარსე კომპანია Mind lab academy და ერთად შევიმუშავეთ პირადი განვითარების რამოდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ვთავაზობთ პოტენციალის აღმოჩენის და საკუთარი თავის აღმოჩენის უნიკალურ მეთოდებს . ასევე ვაგრძელებ როგორც დიზაინერი მოღვაწეობას და ვმუშაობ ორი კომპანიისთვის კალიფორნიაში . პარალელურად ვმუშაობ ჩემ პირველ წიგნზე რომელიც მალე დასრულდება . წიგნის სახელწოდებაა “ყველაფერი რაც დედაშენს უნდა ეთქვა” წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენას მალე შეძლებთ amazon-ზე წიგნის მოყვარულები.
როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
ჩემი ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. რეალურად მაქვს სამი სამსახური და უამრავი პასუხისმგებლობა , რაც მარტოხელა დედას შეიძლება ჰქონდეს. ვიღვიძებ ძლაიან ადრე დაახლოებით 5-6 საათზე და 8 საათამდე დროს ვუთმობ დილის შემზადებას . რაც ხელს უწყობს მედიტაციას, ფიქრს სამოქმედო გეგმის დაწყებას , ვარჯიშს, დილის სეირნობას , სუნთქვით ვარჯიშებს. ამის შემდეგ , იმის მიხედვით თუ რომელი სამსახური რა აქტივობას მოითხოვს ვიწყებ მუშაობას და ვცდილობ ფოკუსირებული ვიყო იმაზე რასაც ვაკეთებ. საღამო სრულდება ჩემ შვილთან ან მეგობრებთან ვახშმით . მთელი დღის განმრავლობაში საჭესთან ან სამსახურში თავისუფალ დროს ვუსმენ აუდიო წიგნებს , ასევე დროის სხვაობიდან გამომდინარე დღის და ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ვატარებ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სერიებს , რაც ჩემი ბედნიერების ძირითადი საზრდოა. ძალიან მომწონს ადამიანების დახმარება და მათი ცხოვრების გამარტივება. ყოველ სამ-ოთხ თვეში ვგეგმავ მოგზაურობას რაც ასევე ჩემი ბედნიერების და რელაქსის ერთ-ერთი წყაროა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხატვა , ცეკვა , ბუნებასთან კონტაქტი და საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია.
რატომ წახვედით საქართველოდან?
დედის გარდაცვალების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე დამეტოვებინა საქართველო , რადგან ყველაფერი მის თავს მაგონებდა და ტკივილს იწვევდა ჩემში . გარდა ამისა, გავაანალიზე რომ ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავალის შექმნას საზღვარგარეთ შევძლებდი. მესამე ფაქტორი ჩემი მხრიდან საქართველოს დატოვებისა იყო ბავშვობაში წარმოდგენილი ცხოვრების რეალურად ქცევა . გარდა ამისა მამაჩემი 19 წელი ამერიკაში ცხოვრობდა და პირადად მისი წასვლის სურვილის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო თუმცა საბუთების მზადების პერიოდში მამა ისე გარდაიცვალა რომ ცოცხალი ვერ ვნახე.
რა სირთულეები ახლავს ქვეყნის შეცვლას?
რატომღაც ემიგრაცია წვალებასთან და განსაცდელთან , ასევე ფულის შოვნასთან ასოცირდება. რაც შეიძლება ბევრისთვის რეალობა იყოს თუმცა ჩემთვის ეს ასე არაა ჩემთვის ამერიკაში ცხოვრების დაწყება იყო გამოწვევა , საკუთარი ძალების გამოცდა და საკუთარი თავისთვის შესაძლებლობების დამტკიცება. როდესაც საკუთარ ქვეყანაში კომფორტის ზონაში ცხოვრობ რთულია ბოლომდე იცნობდე საკუთარ შესაძლებლობებს რადგან არ გიწევს ფიქრი საბუთების მოგვარებაზე , ადამიანებთან კომუნიკაციაზე და მშობლიურ ენაზე, ასიმილაცია ზოგადად ახალ გარემოსთან, ხალხთან და კულტურასთან ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამერიკაში ცხოვრების პირველი წლებში აღმოვაჩინე რომ იმაზე ძლიერი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა . ამ დროს აუცილებელია ორგანიზებულობა, იყო დისციპლინური საკუთარ ფიქრებში, მოქმედებებში , გადაწყვეტილებებში, საოცრად მნიშვნელოვანია როდესაც ახალ ცხოვრებას იწყებ ახალ ქვეყანაში მითუმეტეს 6 წლის შვილთან ერთად . მუდამ კონცენტრაციაა საჭირო, რომ რამე დეტალი არ გამოგრჩეს. რამაც შესაძლოა ცხოვრება გაართულოს და საჭირო შედეგები არ მოგიტანოს. სპორტული ჟინი უნდა გქონდეს და პოზიტიური აზროვნება რომ ადაპტირდე ახალ გარემოსთან. მსხვერპლის როლში თავის დაყენება არ მოგიტანს სასურველ შედეგებს . ამიტომ ჩემს კლიენტებს ვუზიარებ მუდამ ჩემს გამოცდილებას და არა მხოლოდ ნასწავლ თეორიულ ცოდნას თუ როგორ მუშაობს ცხოვრება .
ცხოვრება არის 100 წლიანი ასპარეზი სადაც სწორი სვლები უნდა გააკეთო როგორც ჭადრაკის თამაშში. მუდამ იფიქრო პოზიტიურად და დააფასო ის რაც უკვე გაქვს. წარმოიდგინო უკეთესი მომავალი და ყოველდღიურად აკეთო ის მოქმედებები რაც საბოლოო ჯამში მიზნებთან მიგიყვანს.
თქვენი ჰობი?
ძალიან მიყვარს კითხვა და აუდიო წიგნების მოსმენა , ხატვა , ცეკვა და ცხენით ჯირითი, ბუნება მოგზაურობა და ღრმა საინტერესო საუბრები. ძალიან მიყვარს საკუთარ ვიზუალზე ზრუნვა და სხვების არა მარტო ვიზუალურად არამედ შინაგანად გალამაზება.
რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
თავისუფალ დროს მომწონს სასიამვნო გარემოში ვახშმობა, მთებში ლაშქრობა , კითხვა , ცეკვა , მუსიკის მოსმენა , გამოძინება, სახის კანის მოვლა , სეირნობა , პირადი ნივთების ორგანიზება ,ფოტოების გადაღება/ დამუშავება.
რა არის თქვენთვის წარმატება?
წარმატება ჩემთვის არის საკუთარ თავთან იდილიაში ყოფნა. როდესაც მარტო დარჩენილი საკუთარ თავს კომპლიმენტს ვაძლევ და ვამაყობ კონკრეტული მოქმედებებით. ეს მაძლევს განცდას წარმატების და საკუთარი თავით კმაყოფილების. უნარი შექმნა არაფრისგან სტაბილური რეალობა. ეს არის ჩემთვის წარმატება, როცა 80% მაინც კმაყოფილი ხარ იმით როგორც გიცხოვრია , რა გადაწყვეტილებაც მიგიღია – ეგ არის წარმატება ჩემთვის . ასევე წარმატებაა დაიბადო ლამაზი და ჯანმრთელი, გონიერი მრავალი უნარით . ასევე წარმატებაა იცოდე რაც არ გაქვს როგორ მიიღო და რაც გაქვს როგორ დააფასო. იყო საკუთარ თავთან მართალი , კეთილშობილი უბოროტო და სამართლიანი.
თქვენი აზრით წარმატებული ხართ?
კი ვფიქრობ წარმატებული ვარ რადგან ამ ასაკში ვარ იქ სადაც ვისურვებდი ყოფნას . ვცხოვრობ კარგ ქალაქში ბევერლი ჰილზში . ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს და მაქვს შანსი მქონდეს ის ყველაფერი რაც მაქვს დაგეგმილი. წარმატება საკუთარი თავით კმაყოფილება და საკუთარ თავთან ჰარმონიაა რაც მაქვს და ამიტომ ვთვლი საკუთარ თავს წარმატებულად.
რას ურჩევდით მათ ვისაც წარმატება სურთ ?
ვურჩევდი იმუშაონ საკუთარ თავზე. არ შეადარონ საკუთარი თავი სხვებს. ყოველდღიური დაკვირვებაა საჭირო იმაში რასაც აკეთებთ რატომ აკეთებთ… რატომ გაქვთ ნეგატიური ფიქრები, შიშები, წესები, ნორმები, რწმენები, რა როგორ უნდა იყოს. ჩვენ ადამიანები ვართ დაპროგრამებული არსებები რომლებიც ჩვენს დაბადებაში შექმნილი წესებით და ნორმებით ვიმართებით. ვურჩევდი იყვნენ ისინი ვინებიც იქნებოდნენ ნატურალურად, რომ არა ეს ნორმები და დოგმები. წარმატება არ გულისხმობს სიმდიდრეს, ნამდვილი წარმატება საკუთარი თავის ფლობაა. ცოდნა და საკუთარ მესთან სრული ჰარმონიაა.