უძრავი ქონების აგენტები საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბოლო 20 დღეში მოთხოვნა 50%-ით მაინც არის გაზრდილი.
რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს ძირითადად ცენტრალურ უბნებში ეძებენ.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად შეიცვალა ფასებიც, რომელიც ცენტრალურ უბნებში კვადრატულზე დაახლოებით 100 დოლარით გაიზარდა.
“ვაკე-საბურთალოზე კომერციულ ფართების კვადრატულის ქირის ღირებულება 12-17$-ია. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ცვლილება ფასებში არ შეიმჩნება. თუ უცხოური ინვესტიციების შემოდინება იქნება, ფასი გაიზრდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარი ვერ გაუძლებს და ფასიც მოიმატებს. როგორც ეს საცხოვრებელი ფართების შემთხვევაში მოხდა. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში გაზრდილია ფასი, არის შემთხვევები, რომ თავად მეპატრონეებს არ აქვთ სურვილი საცხოვრებელი ფართი გააქირაონ. პროცენტულად რომ ვთქვათ, 50%-ით გაიზარდა საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. ძირითადად ცენტრალურ უბნებზეა მოთხოვნა: ვაკე, საბურთალო და ჩუღურეთი”, -ამბობს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ბესიკ ქავთარაძე.