საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. ოფისში არავინ იმყოფებოდა.
ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები. განადგურებულია საოფისე ტექნიკა და ავეჯი.


საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარის გარი ბუხნიკაშვლის ვერსიით, შემთხვევა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების მიერ ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება, რადგან გუშინ „კონსერვატიული ორგანიზაციის“ საგარეჯოს ოფისის გაუქმებას სხვებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვდა.


„როგორც გვაქვს ინფორმაცია, სამოცამდე კაცი შემოვარდნილა ოფისში. პარტიის ოფისი ცენტრშია და 200 მეტრში არის პოლიცია. ვფიქრობთ, რომ ამ ვანდალურ ფაქტს მწვანე შუქი ხელისუფლებიდან აუნთეს“, – განაცხადა პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის წევრმა გარი ბუხნიკაშვილმა.


გარი ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციას შეატყობინეს.