საქართველოს ბევრი საინტერესო შეუძლია გაუზიაროს მსოფლიოს. ქვეყნის, როგორც მაღალი ღირებულების ტურისტული ადგილის პოპულარიზაციით მხარს ვუჭერთ საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისა და ბიზნესებისთვის.

ნახეთ საქართველო ბლოგერების თვალით, შეიტყვეთ იმის შესახებ თუ როგორ ვითანამშრომლეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან რათა ხელი შევუწყოთ ზამთრის ტურიზმის განვითარებას და მთიან რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას.

ახეთ და გააზიარეთ ვიდეო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID – ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური ეწვია. ისინი დაათვალიერებენ საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.

ინიციატივის ფარგლებში, ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მაშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID – ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.

გუდაური, საქართველო🇬🇪⛷🏂სამთო მოგზაურები და ინფლუენსერები ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან გუდაურის სათხილამურო ტრასებიდან მსოფლიოს გააცნობენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ადგილს.შემდეგი გაჩერებებია: ბაკურიანი, ბახმარო და სვანეთი.ზამთრის კამპანია ტარდება USAID-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სტელერის პარტნიორობით.