ადამიანის სხეული ზუსტი და სრულყოფილი მექანიზმია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ამ პროცესებს, რასაც ყოველ დღე განვიცდით. ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი თავისი ყოველი კომპონენტით სამყაროს განუყოფელი ნაწილია. იგი ერთადერთია, რომელიც ცხოველისგან გამოყოფილია თავისი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებით, მაგრამ ცოტა თქვენგანმა თუ გააცნობიერა ეს ყოველივე და სხვა დანარჩენი ფაქტებიც, რომელთა ცოდნის აუცილებლობის გამო გთვაზობთ სწორედ დღევანდელ სტატიას.
1. თვალის კუნთები ფოკუსირებას დღეში 100, 000–ჯერ ახდენს, რაც იგივეა (გაიგივებულია) რომ დღეში 80 კილომეტრი იაროთ.

2. თქვენი ღიპი (მუცელი) ბაქტერიების სავანეა, მათი მთელი ეკოსისტემაა იქ.

3. მთელი ცხოვრების მანძილზე 25 000 ლიტრ ნერწყვს გამოყოფთ, უფრო თვალსაჩინოდ კი 2 საშუალო ზომის აუზი რომ აივსოს.

4. ერითროციტებს (სისხლის წითელ უჯრედებს) შეუძლიათ 20 წამში მოიარონ მთელი თქვენი სხეული.

5. თქვენს ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს 50 000 არომატი.

6. თქვენი თვალები იმდენად მგრძნობიარეა, რომ დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, მბჟუტავ შუქს 50 კილომეტრშიც კი შეამჩნევდით.

7. თქვენი ორგანიზმის უჯრედების 90% სოკოებისა და ბაქტერიებისგან შედგება.

8. თქვენი კუნთები გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებლად შეძლებთ ლოდი და ავტომობილიც კი აწიოთ.

9. ზრდასრული ადამიანი შედგება 7 000 000 000 000 000 000 000 000 000 (7 აქტილიონი) ატომისგან.

10. თქვენს თვალს შეუძლია 10 მილიონზე მეტი ფერის აღქმა.

11. თქვენ ყველაზე კარგი მორბენალი ხართ პლანეტაზე. ათასი წლის წინ, ადამიანი როდესაც ნადავლს მისდევდა, საერთოდ არ იღლებოდა, აი ნადავლი კი დაღლილობისგან ბოლოს ნებდებოდა მას.

12. თქვენი კანი სიბნელეში ანათებს, თუმცა სინათლე რასაც ჩვენი ორგანიზმი გენერირებს 100-ჯერ იმაზე სუსტია, რასაც თვალით აღვიქვამთ.

13. ბავშვებს 60 ძვალით მეტი აქვთ ზრდასრულ ადამიანზე.

14. შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინი გამოიმუშავებს იგივე სახის ნეიროტრანსმიტერებსა და ჰორმონებს, რასაც ამფეტამინის მიღებისას.

15. თქვენი დნმ ბანანის დნმ-ისას 50%-ით ემთხვევა.

  1. თქვენს ტვინს შეუძლია იმდენი ელექტროენერგია გამოყოს, რამდენიც ნათურის ამუშავებას სჭირდება.
  2. თქვენ ცხოვრების 10%-ს თვალდახუჭული ატარებთ, რადგან წამწამებს მალ-მალე ახამხამებთ.

18. თქვენი ყველაზე ძლიერი კუნთია- საღეჭი.

19. ადამიანის ტვინს შეუძლია წამში 38 000 ტრილიონი ინფორმაციის შესრულება ის რომ კომპიუტერი იყოს, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კომპიუტერი კი ამის მხოლოდ 0, 002%-ს ასრულებს.

20. თქვენი სხეული ყოველ მეორე წამს 25 მილიონ ახალ უჯრედს წარმოქმნის.

21. თქვენ წუთში 1000 სიტყვამდე წაკითხვა შეგიძლიათ.

22. ცხოვრების მანძილზე კი 19 კილოგრამ კანს კარგავთ.