რუსთაველის გამზირზე უკრაინის ხმარდამჭერი აქციის მონაწილეებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მან ასევევ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თანადგომა გამოუცხადა.

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პრეზიდენტისადმი ბრიფინგით გამოეხმაურა. ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას.
მათივე თქმით, ხარჯებზე დოკუმენტების გასაჯაროებაზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უნდა მიმართოს.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების შენახვის საქმის წარმოებას ახორციელებდა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც 2018 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეს დოკუმენტები გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას თქმით, 2019 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა დოკუმენტების კლასიფიკაცია, ამის შემდეგ, 2019-2021 წლებში, მათივე თქმით, მიმართეს მთავრობას გრიფითსაიდუმლო დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა დღემდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას იმსჯელონ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე და მესამე პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ თუ რამე პრეტენზია, ან მოთხოვნა აქვს, მიმართოს მთავრობას.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიუღებელია “მუქარა” იმის თაობაზე, რომ მომავალში სალომე ზურაბიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს გასამართლებული გაწეული ხარჯების გამო.

ორბელიანების სასახლეში 10 თებერვალს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.


პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ორად არის გაყოფილი, პრობლემის მოსაგვარებლად კი ისტორიას უნდა გადავხედოთ და დავფიქრდეთ რა გვინდა და საით მივდივართ.


,,30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად, ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის, რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ“, – განახცადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს არ გააჩნია პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტები.


„ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს, მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატები.


საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ.


მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფზე სხვადასხვა ფორმატში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია.


მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ.


იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში დიასპორის როლი, რადგან მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ჩვენი ქვეყნის გარეთაა. როცა იქიდან უყურებ ამ ქვეყნის მდგომარეობას, ალბათ, სხვანაირად გესახება და ამიტომ აუცილებელია, ისინიც ჩავრთოთ, რათა იგრძნონ, რომ ამ ქვეყნის დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. არ შეიძლება მათთან ეს ურთიერთობა გაწყდეს და ამაშიც თქვენი დიდი დახმარებაა საჭირო.
ეს უნდა იყოს ცოცხალი და ინკლუზიური პროცესი, საიდანაც არავინ არაა გარიყული. ეს უნდა იყოს თავისუფალი პროცესი, სადაც ყველამ სიძულვილის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარეშე უნდა შეძლოს ნებისმიერი თემის წამოწევა. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა.


კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება.


ჩვენ ჩვენს ოცდაათწლიან გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ რა მოგვივიდა, რა არის ის რაზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. რა არის ის, რაც მოხდა – რაც დემოკრატიის მანკიერი ფორმა, ან პირიქით, ტოტალიტარიზმის სისტემური მემკვიდრეობაა.
რა არის ის, რაზეც გვინდა, რომ უარი ვთქვათ. როგორც საზოგადოება, რაზე ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. უნდა ჩავიხედოთ წარსულში და ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძულები.


საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. შეგვიძლია დავინახოთ და შევთანხმდეთ, რა არის წარსულიდან ის მანკიერი ფორმები, რომელიც შესაძლოა ოცდაათი წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება დღესაც გრძელდება. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, დიდი როლი ჰქონდათ.


„ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან დიდი როლი ჰქონდათ.

ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი. მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.


ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია.


ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს.


დაბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება.


მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე – რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.


ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ საქმე ეხება დეპოლარზაციას, გადაწყვეტილებას ყოველთვის ქვეყნის სასარგებლოდ მიიღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საგანი.


პრეზიდენტმა კითხვას- ხომ არ არის შესაძლებელი, გადახედოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ არა და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ქვეყანას პოლარიზაციისკენ უბიძგებს.


„ზოგადად, სიტყვას ვასრულებ. მგონი, არავინ არ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც დამატებით წაიყვანს პოლარიზაციისკენ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ორგანიზებით, ორბელიანების სასახლეში კამერულმა ორკესტრმა საშობა კონცერტი გამართა.

შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში! მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!-განაცხადა პრეზიდენტმა.

  • საშობაო კონცერტი ორბელიანების სასახლეში
  • კამერული ორკესტრი “ოპერის კამერატა”
  • დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
  • სოლისტი ხათუნა კოკოჩაშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ბექა კობახიძის ფეისბუქ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ თემაზე გიორგი მშვენიერაძე წერს:

“რადგან ნოდარ ხორბალაძისა და თედო გორგოძის თემა კვლავ აქტუალური გახდა და პრეზიდენტმა ჯილდოც გადასცა “ოფიცრის ატლასის” გამოცემისთვის, მივულოცავ მათ ამ ჯილდოს და დანარჩენებს აქვე გაგიმხელთ, რომ ბატონი ნოდარის რედაქტორობითა და ბატონი თედოს ჩართულობით, 2014 წელს, საქართველოს სამხედრო ატლასიც გამოიცა, რომელზეც საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი (რომელიც სინამდვილეში შეუთანხმებელია) ისეა დატანილი, რომ უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი და ა.შ. აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული.”

ოფიცრის ატლასი ჯერ არ მინახავს და რომ ვნახავ, მასზე მერე დავწერ.ბექა კობახიძე შენც დაგაინტერესებს ეს ამბავი”- წერს გიორგი მშვენიერაძე

ზურაბიშვილი “შერიგების” პროექტი, ესაა დროის მოგება მხოლოდ, არის ოცნების გეგმის ნაწილი, ამ პროცესით დასავლეთს შეასუსტებინეს ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე და იმ უპრეცედენტო დარღვევებზე რაც ხდება ქვეყანაში! ქალი, რომელიც კიტოვანს ზვიადზე გამარჯვებას ულოცავდა, ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს, დიალოგი სატანისააო მღეროდა, აი ეს ან ვის უნდა შეურიგდეს ან ვინ უნდა შეარიგო?-გია ჭანტურია.