იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი, სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალი იპოვეს. ის ერთ-ერთ საავადმყოფოშია.


მისმა მეგობარმა, ნინი ჩიქოვანმა 1 საათის წინ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ სალომე იპოვეს, კარგადაა და დეტალურ ინფორმაციას მალე მიაწვდის საზოგადოებას.


შეგახსენებთ, რომ ქართველ ემიგრანტს, სალომე ტეტუნაშვილს იტალიაში 5 დღე ეძებდნენ. ნეაპოლში, ქართველებმა აქციაც გამართეს, ისინი გაუჩინარებული მოქალაქის, სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების დაწყებას და პოლიციისგან რეაგირებას ითხოვდნენ.
ამბობდნენ, რომ ქვეყნის პოლიცია მათი და დაკარგული ქალის ოჯახის წევრების თხოვნაზე არ რეაგირებს და დახმარებლად საქართველოს საელჩოს მიმართავენ.