„უკრაინა არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვეხმარებოდით უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში. დავეხმარეთ მათ შეექმნათ თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ვეხმარებოდით სამხედრო ძალების წვრთანასა და შესაბამის აღჭურვაში და შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა გზით გავაძლიერეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები. დავეხმარეთ მათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მაგრამ უკრაინაში არ არიან ნატო-ს სამხედროები და ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ნატოს მოკავშირეების დაცვას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას ნატოს მოკავშირეებისთვის და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირება მოვახდინეთ იმით, რომ ვზრდით ნატო-ს წარმომადგენლობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში,“- აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნი იენს სტოლტენბერგი.

მისი თქმით ახლა უკრაინაში არ არიან წარმოდგენილები ნატოს სამხედრო ძალები და ალიანსი არც გეგმავს უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას. სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მისი პასუხისმგებლობა ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვაა და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირებაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს წარმომადგენლობის გადაწყვეტილების მიღება.