მედიის ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებული ძალები 100 000 სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 3 წლიან განკარგულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას რუსეთთან ომი ექნება.

ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკი დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა:

„ხელი მოვაწერე განკარგულებას არა იმიტომ, რომ მალე ომი გვექნება, არამედ იმიტომ, რომ მალე უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს,“- აღნიშნა ზელეკსკიმ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 250 000-მდე ადამიანი მსახურობს.