ე.წ სამხრეთ ოსეთში, 17 ივლისს, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება, შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

კენჭისყრაზე დასმული კითხვა ასე გამოიყურება: “მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

საქართველოდან გამოყოფილმა რესპუბლიკის ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რეფერენდუმის შესახებ, რომელიც “ხელმძღვანელობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის ისტორიული სურვილით გაერთიანდეს რუსეთთან”, ნათქვამია მის ვებგვერდზე.

“დღეს ცესკომ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეერთების ინიციატივას. დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენი დიდი ოცნება ძალიან მალე ახდება”, – წერს ბიბილოვი ტელეგრამის თავის არხზე.

ამ ყველაფრის ფონზე მთავრობის განცხადებები არაფრის მთქმელია, მეტსაც გეტყვის, საერთოდ არაფერს ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა – არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მთავრობის გატარებულ პოლიტიკას ძალიან ახლოდან დააკვირდებიან ევროპელი მეგობრები, რადგან არსებობს რისკი უკრაინაშიც იგივე მოხდეს.