მიშას სექტორის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს და საელჩოში სანქციების პაკეტი დატოვეს.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ,და ეს არაერთმა ფსიქოლოგმა დაადასტურა.

ბატონმა ირაკლი კიკიანმა ისაუბრა ამერიკის საელჩოსთან შეკრების მიზეზებზე: “ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია რომ, დაწესდეს პერსონალური სანქციები. სახელმწიფო მოხელეებს , ყველა ჩინოვნიკს ვისაც ბრალი მიუძღვის მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნაში, სახელმწიფოს ბიუჯეტის გაძარცვაში და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ ნგრევაში. ბუნებრივია ეს პროცესი უნდა შეჩერდეს! ჩვენ არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ სხვა საშუალება, გარდა იმისა რომ მივმართოთ უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლებს როგორიც ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოა”.

შეგახსენებთ რომ , დღევანდელ წერილში, განცხადება იქნება გაკეთებული თუ როგორ ექცევა საქართველოს მთავრობა მოაზროვნე მოქალაქეებს , როგორ ანადგურებს მიზანმიმართულად და როგორ ცდილობს ქვეყანაში დაამყაროს რუსული მმართველობა. პაკეტი ოფიციალურად გადაეცა ამერიკის და ევროკავშირის საელჩოებს.