“შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად.

ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს.

საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში.

მაგრამ მე უნდა გავუცრუო იმედები ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე. ასე არ იქნება. და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა” | უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.

ოლიგარქი ივანიშვილის ადვოკატი – ვიქტორ ყიფიანი, ჟურნალისტებთან საუბრისას ღიად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდადაა, როგორც მას სჩვევია ხოლმე.

სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს. შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ვლადიმერ პუტინის პარტნიორს ყოფილ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას კანადამ სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა : „ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც სანქცირებული უნდა იყვნენ მსხვილი რუსული კომპანიების ევროპელი ბორდის წევრები და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერაც რუსულ ფულს იღებენ.

ამ რეზოლუციის ფარგლებში ევროპარლამენტმა არც მეტი, არც ნაკლები, გერმანიის ყოფილი კანცლერისა და გაზპრომის მნიშვნელოვანი ფიგურის, გერჰარდ შროდერის სანქცირების რეკომენდაცია გასცა.

შრედერთან ერთად კიდევ ბევრი მსხვილი ბიზნესმენი და რუსეთთან დაახლოებული პირები დასანქცირდებიან.

“ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, გუშინ, 17 მარტს, აშშ-მ “რუსული ელიტების, რუსი ოლიგარქების და მათი ხელშემწყობების ქონებაზე მონადირე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს” (Russian Elites, Proxies and Oligarchs – REPO*) გადასცა 50 კაციანი სია. ამ სიიდან 28 გვარი გამოქვეყნდა – ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ. კოხტადაა ჩამოწერილი, აუჩქარებლად, ანბანურად. სია კი არა, სონეტია. მაგრამ, 22 სახელი და გვარი არ გაამხილეს. ვინ იცის, ვისი სახელი და გვარი შეიძლება ეწეროს სიის გამოუქვეყნებელ ნაწილში?

  1. Aleksandr Babakov
  2. Alexsandr Bortnikov
  3. Oleg Deripaska
  4. Kirill Dmitriev
  5. Valeriy Gerasimov
  6. Suleiman Kerimov
  7. Andrei Kostin
  8. Igor Kostyukov
  9. Yuiry Kovalchuk
  10. Sergey Lavrov
  11. Konstantin Malofeyev
  12. Aleksey Miller
  13. Sergey Naryshkin
  14. Nikolay Patrushev
  15. Dmitry Peskov
  16. Evgeniy Prigozhin
  17. Vladimir Putin
  18. Arkadiy Rotenberg
  19. Boris Rotenberg
  20. Igor Sechin
  21. Kirill Shamalov
  22. Sergey Shoygu
  23. Andrey Skoch
  24. Gennadiy Timchenko
  25. Nikolay Tokarev
  26. Alisher Usmanov
  27. Viktor Vekselberg
  28. Viktor Zolotov

*REPO-ს შემადგენლობაში შედიან: აშშ, ავსტრალია, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი.ძალიან მალე გავიგებთ კიდევ ვისი სახელი და გვარი იქნება სანქციების სიაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არ სურს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმაც განაცხადა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე არ გეგმავს რუსეთის მიმართ რაიმე სანქციების გამოყენებას და ანკარასთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვთან კომუნიკაციის ხაზი ღია იყოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარამ რუსეთს სთხოვა, რომ გაეუქმებინა ბოსფორის სრუტეში იმ რუსული გემების გასვლის მოთხოვნა, რომლებიც შავი ზღვის ფლოტში რეგისტრირებული არ არიან, რაზეც მოსკოვი დათანხმდა.

,,ბიბისის“ ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
შეზღუდვები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ამოქმედდება.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ბელარუსს სანქციები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაში მისი როლისთვის დაუწესდა.

„ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება და აქეზებს რუსეთის უკანონო ინტერვენციას, ის მიიღებს ეკონომიკურ სანქციებს პუტინის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროა, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, მაშინ, როცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ურთულეს ვითარებაშიც დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო ეროვნული ინტერესები.


„აუცილებლად შევეხები ერთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის სანქციები და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.

როდესაც შენ სხვას ვერ უქმნი პრობლემას სანქციებით, პირიქით, მხოლოდ საკუთარ ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა არის გაუმართლებელი.

სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციებისთვის იყენებენ. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო ეროვნული ინტერესები.

სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, ძალინ მძიმე ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც ყველა უნდა იყოს გაერთიანებული, ჩვენ ვხედავთ ასეთ მძიმე კამპანიას და ამის ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიები თავის დროზე რუსეთს, გადასცეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რუსეთს და პირდაპირ ვიტყვი, სურთ 2008 წლის განმეორება ჩვენ ქვეყანაში.

თითოეული მათი პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტი, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, ამას ექნება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგება ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდია სოლოვიევი კრემლის ერთ ერთი აქტიური რუპორი პუტინს უკვე ღიად ადანაშაულებს:

“რატომ ეს ყველაფერი მე? მე რა შუაში ვარ? მე მქონდა შესანიშნავი ცხოვრება, მე მქონდა ყველაფერი კარგად. ყველა ჩვეულებრივ მოგზაურობს ევროპაში, მე არ შემიძლია. რატომ არ შემიძლია ვისარგებლო ეფლით, გუგლით? რატომ არ შემიძლია გავფრინდე სადაც მინდა? ეხლა ვხედავ არავის უნდა ჩვენი დანახვა”

რუსეთს სანქციებს ავსტრალიაც დაუწესებს. ქვეყანა შეუერთდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რიგებს, რომლებმაც რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სანქციების დაწესებას მიმართეს.

ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინის საზღვართან და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ცნობას გარკვეული ქმედებები უნდა მოჰყვეს.

პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა იმ სანქციებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეებს, კორპორაციებსა და ინდუსტრიებს დაუწესდებათ.


სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს 8 წევრი იქნება. ავსტრალია მათთან ყველა სახის ფინანსურ გარიგებას კრძალავს. სანქციები ასევე ითვალისწინებს ავსტრალიაში აქტივების, მათ შორის, უძრავი ქონების, დაყადაღებას. საბჭოს 8 წევრს აეკრძალება ქვეყანაში შესვლაც. რამდენიმე რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს კი ავსტრალიურ ბანკებში ტრანზაქცია აეკრძალება.

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების “დამოუკიდებლად” აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უერთდება ავსტრალიაც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მისი სიტყვებით, სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ავსტრალიის პრემიერის თქმით, სანქციები გავრცელდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც საქმიანობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. ამასთან, ავსტრალია აპირებს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.

„ავსტრალია დააწესებს მიზანმიმართულ სანქციებს რუსეთის რვა მოქალაქეზე, რომლებსაც აეკრძალებათ ავსტრალიაში შესვლა და ავსტრალიურ სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია. შეზღუდვა ასევე იმოქმედებს რუსეთის ერთ სახელმწიფო ბანკზე და თავდაცვასა და სამხედრო ინდუსტრიასთან ასოცირებულ ბანკებზე“, – განაცხადა 23 თებერვალს მორისონმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთს სანქციებს უწესებენ კანადა და იაპონიაც.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველ ეტაპზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას აუკრძალავს კანადელებს ე.წ. “დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან”, ლუგანსკთან და დონეცკთან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც ამ კვირისთვის იყო დაგეგმილი. ბლინკენი ლავროვთან შეხვედრას დასთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლისას 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების გამო აშშ რუსეთს უწესებს სანქციებს.

ბაიდენის თქმით, აშშ-ის სანქციები შეეხება რუსეთის ორ ბანკს, სამხედრო ბანკს და სახელმწიფო ბანკს, VEB-ს, რაც ახალი სანქციების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სანქციების შედეგად რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, მას გადაუჭრიან კავშირს დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან.

ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის დუმის წევრებს, არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს. სანქციების სამიზნე არიან, გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობას, ასევე სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს.
ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.

საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნების მოახლოებული თამაშის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. ამასთან, ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამ გზით რუსეთთან მატჩის დამატებით დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან რამდენიმე საათში გაქრა.

„თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო უარს დიალოგზე და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად დაუყოვნებლივი სანქციების მეშვეობით“, ევროსაბჭო დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს მოსკოვის მიერ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი თვითერის ოფიციალურ გვერდზე

მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგი. ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, არავინ იცის ვინ რა კრიტერიუმით მოხვდება და ვისთვის ჩაიკეტება დასავლური სამყარო, ვინ ვეღარ შეძლებს მილანში “შოპინგს” ანდაც ნიცაზე დასვენებას თუ დაბადეის დღს აღნიშნვნას.. სიის შექმნის იდეას რომან გოცირიძე გამოეხმაურა და განმარტავს თუ რატომ და რამდენად არის შესძლებელი მსგავსი სისი შედგენა.

“მაგნიტსკის” ქართული სია უნდა შედგეს!როდესაც ამერიკა პერსონალურ სანქციებს უწესებს რუს, ბელარუს თუ უკრაინელ ჩინოვნიკებს, რაც ძირითადად სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, რითი სარგებლობს ამერიკული მხარე, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებით?

ვის დაუჯერა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როცა ახლახან სანქცია დაუწესა უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თვმჯდომარეს კორუფციული საქმიანობისათვის? ან მისი ცოლი რა შუაშია? ან ვინ დაამტკიცა მისი დანაშაული, როცა ბრალიც კი არა აქვს ჯერ წაყენებული?

სავიზო შეზღუდვა ანუ პერსონალური სანქციის დაწესება, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ყოველგვარი ახსანა-განმარტების გარეშეც. “მაგნიტსკის გლობალური აქტი” ამერიკის მთავრობამ მიიღო, რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. შემდეგ მოახდინა ამ კანონის განვრცობა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზეც. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უკრაინელი მოსამართლე და მისი ცოლი ამ სიაში.

საქართველოში აშკარაა მოსამართლების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. თუ პირადი საფრთხე არ იგრძნეს მათ, რა შეულის ხელს, რომ კვლავ არ იდგნენ უსამართლობის სამსახურში?

როცა პრემიერ-მინისტრი, გაყოყოჩებული აცხადებს ამერიკის და ევროპის ელჩების წინაშე, რომ “ამაყი ერი ვართ “ და “თავს არავის დაუხრის”, რაც უბრალო ენაზე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს რეპრესიებს, არჩევნების გაყალბებას და ბიუჯეტის ქურდობას, რა ენაზე უნდა დაელაპაროკოს მას ჩვენი საერთაშორისო მეგობრები? რომ არა მათი მხარდაჭერა ამ მძიმე დროს არც ბიუჯეტი გვექნებოდა და არც ლარი, მხოლოდ გასულ წელს 1,5 მილიარდი დოლარი მიიღო ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისათვის.

დაუწესონ სანქციები ქვეყანას? -მძიმე ნაბიჯია. დაუწესეონ პირადი სანქციები ჩინოვნიკებს?-არც თუ ისე რთული საქმეა.

სწორედ სანქციების შიშის გამო აწკავწკავდნენ “შავი სიის” ხსენებაზე ხელისუფლებაში. შავი საქმეების მკეთებლებს სწორედაც რომ შავი სია მოუხდებოდათ, მაგრამ თუ სახელი არ მოსწონთ( რაც მხოლოდ ჟარგონია), უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში მას: “ადამიანის უფლებათა მაგნიტსკის სახელობის გლობალური აქტი” ჰქვია, რომლის საფუძველზეც შემდეგ დგება “მაგნიტსკის სია”.

მსგავსი დოკუმენტი მიღებული აქვს ევროპის ბევრ ქვეყანას, ასევე ევროპარლამენტსაც აქვს მიღებული შესაბამისი რეზოლუცია. “მაგნიტსკის სიის” ქართველ კანდიდატებს უნდა იცნობდეს მთელი ქვეყანა და ეს სია უნდა გაეგზავნოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ვინ უნდა შეადგინოს და რა კრიტერიუმებით, ეს არ არის ძნელი, ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს”-წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი  CBS News-თან ინტერვიუში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტში, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ჩვენ ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ”, – თქვა კამილა ჰარისმა.

კამილა ჰარისმა არ დააკონკრეტა სანქციები პუტინს შეეხება თუ არა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.