ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, სურბ სარგისის დღესასწაულს სოფელ საძელში ზეიმობს. საზეიმო ლიტურგია წმინდა სარგისის სახელობის ტაძარში 11:00 საათზე აღევლინება.

ამ დღეს ახალციხიდან სოფელ საძელამდე მრევლი მსვლელობას ფეხით აწყობდა, მათ წინ,  ცხენზე ამხედრებული კაცი მიუძღვოდა, რომელიც სიმბოლურად წმინდა სარქისს განასახიერებდა. პანდემიის გამო, წელს მსვლელობა არ გაიმართება.

დღესასწაულს წინ ერთკვირიანი მარხვა უძღოდა. მარხვის დასასრულს ახალგაზრდებმა მარილიანი კვერები ჭამეს, სჯერათ, რომ სურბ სარქისის ღამეს საბედოს ნახავენ.

სომხური ეკლესია ამ დღეს წმინდა სარგისთან ერთად, მისი შვილის მარტიროსის თავის მოკვეთისა და თოთხმეტი მებრძოლის ხსენების დღესაც აღნიშნავს.