ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.
სასამართლოში საქმე უკრაინამ 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანა.
უკრაინული მხარე რუსეთს ადანაშაულებს ცრუ განცხადებების გამოყენებაში, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავდასხმის საბაბად.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ცალკე დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებებზე, რათა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებები განიხილოს.