საქართველოს ელჩმა საფრანგეთში – თეა კატუკიამ, განცხადების საფუძველზე დაკავებული პოზიცია დატოვა.

“ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო,

დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1 ივლისს.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.

ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.

გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.

ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს – იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.

აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და კოვიდ – 19 – პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.

დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლონატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი.”- წერს ყოფილი ელჩი.

საფრენგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა, რომლის ქვეყანასაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღება აქვს განაცხადა, რომ ისინი უკრაინას ბოლომდე გვერდში დაუდგებიან.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდება და ამავდროულად აღნიშნა რომ, „რუსეთის ფედერაციამ არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს“.

,, რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანია აიძულოს უკრაინა “დანებდეს”. მან ასევე აღმიშ ა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერი – მარიო დრაგი უკრაინკენ მიმავალ გზაზე.

ცნობისთვის, მათი უკრაინაში ვიზიტის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების საკითხების გამო, მათი კიევში ვიზიტი გაუქმდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ევროპელი ლიდერები უკრაინაში მაინც მიემგზავრებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, მის კოლეგა ემანუელ მაკრონს ესაუბრა.

➡️ ცოტა ხნის წინ დაასრულა საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მათ ძირითადად თავდაცვის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ეს საკვანძო თემაა. მან ემანუელს აცნობა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, უახლოეს დღეებში და კვირებში დაპირისპირების შესაძლო განვითარების შესახებ, რუსი ოკუპანტების განზრახვებისა და ჩვენი წინააღმდეგობის შესახებ. რა თქმა უნდა, მათ დეტალურად ისაუბრეს უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ ვემზადებით ჩვენს განაცხადზე პასუხის გასაცემად. საუბარი ასევე შეეხო უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს.

➡️ დღეს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე ჩვენი ქვეყნების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ფაქტობრივად, მათ გამოცდილება გაცვალეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, რათა ჩვენი ქვეყნის კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტუაცია თანაბრად იყოს აღქმული იქაც – დასავლეთში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში და სამხრეთში. ევროკავშირი.

➡️ სიტყვით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტრთა შეხვედრის მონაწილეებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში. მათ რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტეს. მაგრამ ასევე საჭიროა არსებითი გადაწყვეტილებები – ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ზეწოლა რუსეთზე იმის გამო, რასაც ის აკეთებს, მათ შორის კრიზისის პროვოცირება, რომელიც მან გამოიწვია მსოფლიო სურსათის ბაზარზე.

უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმერ ზელენსკიმ საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ მაკრონთან ჰქონდა დიდხნიანი სატელეფონო საუბარი, სადაც მთელ რიგ საკითხებზე იყო განხილვა.

განხილვის საგანი იყო აზოვსტალიდან სამხედროების გამოყვანის გზები და საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან საწვავის მიწოდება უკრიანული მხარისთვის, რაზეც პოზიტიური პასუხი მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარი კოლეგისგან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთს უკრაინაში თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს.


„პრეზიდენტის მოთხოვნით გადავწყვიტეთ გადაგვეტანა ჩვენი საელჩო კიევიდან ლვოვში უკრაინის დედაქალაქში არსებული რისკებისა და საფრთხეების გამო. ელჩი რჩება უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მოქალაქეებსა და ასევე უკრაინის ხელისუფლებას“, – აღნიშნა მან

,,ბიბისის” ცნობით, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება გამოაცხადა, საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.


,,რუსეთსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მზარდი შეზღუდვების გამო, მტკიცედ არის რეკომენდებული, რომ რუსეთში მყოფმა საფრანგეთის მოქალაქეებმა (ტურისტებმა, ვიზიტორებმა, სტუდენტებმა, მივლინებით მყოფმა პროფესიონალებმა) ორგანიზება გაუწიონ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას არსებული საჰაერო კავშირებით.”- აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტებიც.

მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ამასთან, ემანუელ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა.

ემანუელ მაკრონის თქმით, მას პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით ჰქონდა გულწრფელი საუბარი პუტინთან, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა „ომი აირჩია“.

„მე მქონდა გულწრფელი, პირდაპირი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ზელენსკის თხოვნით, რათა მეთხოვა მისთვის, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები, რაც შეიძლება მალე და შემეთავაზებინა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისთან. ასე რომ, მე გადავეცი გზავნილი საფრანგეთისგან რუსეთის ფედერაციას მკაფიოდ. ამას რამე შედეგი არ გამოუღია, თქვენ შეგიძლიათ, ეს ცხადად დაინახოთ ამ მომენტისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დასრულდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც ევროპის სამი უმძლავრესი ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ და ცხადია სასაუბრო თემა უკრაინა და სავარაუდო კონფლიქტის ესკალაცია იყო.

კრიტიკულად მნიშვნოვანია გერმანიის და საფრანგეთის აქტიურობა, რადგან ეს ორი სახელმწიფო ყოველთვის გამოირჩეოდა რბილი საგარეო პოლიტიკით განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, თუმცა დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს. პოლონეთი, რომელიც დუდას მეთაურობით საკმაოდ ძლიერი მილიტარისტული სახელმწიფო გახდა, გერმანია – რომელსაც “SWIFT” – ის გათიშვით შეუძლია რუსეთს უდიდესი დარტყმა მიაყენოს და საფრანგეთი-რომლის როგორც სამხედრო,ასევე დიპლომატიური რესურსები ძალიან დიდია.

ანჯეი დუდას გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, ღიად უკრაინული და მხარდასაჭერი,რასაც მოჰყვა მაკრონის შეხვედრა 2 დღის წინ პუტინთან, გუშინ კი ზელენსკისთან. რაც შეეხება შოლცს, იგი ამ პოზიციაზე მოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო ევროპის დღისწესრიგში. სამივე ლიდერი მიიჩნევს რომ ევროპამ არ უნდა დაუშვას ომის დაწყება,ეს ყველაზე საზიანო იქნება ყველა ქვეყნისთვის.

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლიდერები რუსეთს უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ. „ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე საფასური ექნება.”

მაკრონი ამბობს, რომ პუტინითან შეხვედრის შემდეგ, ახლა გადამწყვეტი დღეებია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება უკრაინის კონფლიქტისთვის, რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, იგი დარწმუნებულია, რომ ეს არის ბოლო აკორდები და სავარაუდობს, რომ პუტინი მის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

მოსკოვი ცალსახად უარყოფს რაიმე სახის შეჭრას. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული შეთანხმება ასევე მიღწეული იყო მოსკოვის პირველ სამიტზე.

თუმცა, დასავლური ძალები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან კონფლიქტის შესაძლებლობით.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კვირას განაცხადეს, რომ რუსეთმა შეკრიბა სამხედრო ძალების 70%, რომელიც საჭიროა სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.

ორშაბათს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაემუქრა, რომ დაიხურება მთავარი რუსული გაზსადენი გერმანიაში, თუ მოსკოვი შეიჭრება უკრაინაში, ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს სანქციებს. სამშაბათს გაზეთ Times-ში წერისას მან დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს სამეფო საჰაერო ძალების (RAF) მებრძოლებს და სამეფო საზღვაო ძალების ხომალდებს რეგიონში.

დასავლეთის ქვეყნებმა უკვე უარყვეს მოსკოვის მრავალი მოთხოვნა, მათ შორის, ნატოს თავდაცვის ალიანსმა, გამორიცხოს უკრაინის გაწევრიანება და შეამციროს მისი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.

მათ ნაცვლად შემოგვთავაზეს მოლაპარაკების სხვა სფეროები, მაგალითად მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ.

გუშინდელ 5 საათიან შეხვედრას ასევე გამოეხმაურა კარლ ბილდტი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკიდან და საუბრობრიდან ვერაფერი სასარგებლო ვერ ამოიკითხა და არ ენდობა მის არც ერთ სიტყვას.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ჟან კასტექსის, თქმით, ქვეყანაში პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება, თუმცა ვაქცინის საშვის საჭიროება და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში დარჩება.

2 თებერვლიდან სპორტულ მოედნებზე მაყურებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა აღარ იქნება და ადამიანებს ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.

16 თებერვლიდან მოქალაქეებს მოედნებზე, კინოთეატრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში- კვების, ბარებში კი, ფეხზე დგომისას, დალევის უფლება დაუბრუნდებათ. გაიხსნება ღამის კლუბებიც, თუმცა მთავრობას არ დაუკონკრეტებია კლუბებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება თუ არა.

როგორც კასტექსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომდევნო კვირიდან არავაქცინირებული ადამიანები ვერც PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ვერც ვირუსის გადატანის ახალი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტით, რესტორნებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებებში ვეღარ შევლენ. მსგავს ადგილებში მოქალაქეებს მხოლოდ ვაქცინაციის საშვის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ, რომელიც 24 იანვრიდან შევა ძალაში.