კორესპონდენტი გთავაზობთ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორის და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოკლე ინტერვიუს:

ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იგივე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა, რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

– რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა… ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავცრობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა – რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსადაიმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

– საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად RT და Sputnik (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა, ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ “მიმებზე” მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან “ინსტაგრამსა” და “ტიკტოკზე”. ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ “სასარგებლო იდიოტები”, ბოტები, თუ ჭკვიანური მედია საიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა – ნანა ცქვიტარიამ საკუთარი “ფეისბუკის” გვერდის საშუალებით, განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს კატასტროფულ პოლიტიკას მოწმობს.

“ყოველი წლის მაისში, ავსტრიაში, მაუთჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში, ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიება ტარდება, სადაც ბანაკის ადმინისტრაცია ყველა ქვეყანას იწვევს, რათა პატივი მიაგონ თავიანთ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ბანაკებში გამოასალმეს სიცოცხლეს.
წელს ღონისძიება 15 მაისს იყო. ამ წელს, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, მაუთჰაუზენის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ მორალური უფლება, ეგლოვათ ფაშიზმის მსხვერპლი ჯარისკაცები და არ მოიწვია ღონისძიებაზე.
ჩვენი საელჩო (ქვეყანა), ცხადია, მიწვეული იყო.
და რა ქნეს? ხო, არ მივიდნენ.
რატომ? არ უნდოდათ რუსეთი გაეღიზიანებინათ, ამიტომ ჩვენს ჯარისკაცებს გვირგვინიც კი არ მიუტანეს მემორიალთან.
უფრო მეტიც, საელჩოსთვის ოფიციალურად მიწერილ წერილზე, სადაც ვთხოვდით არ მისვლის მიზეზის განმარტებას, მკაფიოდ გვიპასუხეს, რომ პროვოკაციას მოერიდნენ, რადგან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება (იხ. სქრინი).
არა და, არც იყო რუსეთი მიწვეული, მაგრამ სოლიდარობა ხომ უნდა გამოუცხადონ იმ ქვეყანას, ვისაც ემსახურებიან.

ჩვენი ელჩი, დანიშვნის პირველი დღიდანვე გვიბაკუნებს ფეხებს, ბლოკავს ჩვენს ყველა პროექტს საგარეოში, არ გველაპარაკება, შეხვედრაზე არ გვთანხმდება, საელჩოს ზღურბლს იქით არ გვიშვებს ორ ადამიანს ერთდროულად, თებერვლიდან მოყოლებული შეხვედრას დაგვპირდა და ველოდებით, აგერ მაისი გახდა.
არ ელჩი, საელჩოს არც რომელიმე დიპლომატი, არ მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში, რომლებშიც რუსეთის ოდნავ მაინც ცუდად ხსენება მოუწევს. ავსტრიული ორგანიზაცია Vienna goes Europe რამდენი ხანია ეპატიჟება ჩვენს დიპლომატებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის თემაზე სადისკუსიოდ, მაგრამ გამუდმებით პასუხობენ, რომ ელჩს არ სცალია, ელჩი დაკავებულია.
რისთვის სცალია საქართველოს ელჩს?
რას აკეთებს ვენაში (გარდა იმისა, რომ წითელ კვერცხებს ღებავს)?
ვის ემსახურება საქართველოს საელჩო?
ვის წინაშე თვლის თავს ანგარიშვალდებულად?

პ.ს. ხო, ქართველი ჯარისკაცების მემორიალთან უკრაინამ დატოვა გვირგვინი ლურჯ-ყვითელი ყვავილებით.

პ.პ.ს. ეს მემორიალური დაფაც სტუდენტებმა და დიასპორამ დაამზადა/დაამონტაჟა.”

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10226417052707997&id=1093910680

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად არის შემუშავებული.

პროგრამის ამუშავებით ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი, ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

მთავრობის პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.

ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაკეთებულ განცხადებას აფასებს გია ხუხაშვილი და წერს:

“ისედაც ფეხის წვერებზე რომ დადიხარ და ვიღაცა მაინც გეტყვის – “ისედაც ბევრი პრობლემები მაქვს და შენ აღარ გამებლანდო ფეხებშიო”, ე.ი. არარაობად მიაჩნიხარ. ეს რომ არ შეგეტყოს, ცოლ-შვილს რომ გაიგდებ წიხლქვეშ და მაგარ ბიჭობანას ითამაშებ, ორჯერ არარაობა ხარ…ჩვენი ხელისუფლებისადმი რუსეთის “პროფილაქტიკურ” გზავნილზე გამახსენდა..

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის, – აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ დაწერა, რითიც ის სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში.

„მესიჯი მარტივია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში“, – წერს იან კელი