ადამ კინზინგერი – საკუთარი “ტვიტერის” საშუალაბით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

“ჭკვიანური იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს და არ შეუშვებდა რუს ტურისტებს, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც. ომში წასასვლელად საჭირო ასაკის კაცების შესვლა ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირესთან, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია”.

“58-ე არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში, მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს:

“58-ე არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ და რუსეთის მეთაურობამ გამოაცხადა მისი დაშლა. ხერსონის გარეშეც რუსული დაჯგუფება პრაქტიკულად დაშლილია და ეხვეწება მოსკოვს გაყვანას, მაგრამ მათ პუტინის ბრძანება აქვთ, რომ ბოლომდე იდგნენ. ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ათასობით ოკუპანტის ტყვედ აყვანამდე ცოცხალი ტექნიკის ხელში ჩავარდნამდე და ხარკოვზე უფრო მასშტაბურ რუსულ მარცხამდე, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეები მოაწყდნენ. უკვე მეორე დღეა რიგებია ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. რუსეთის მოქალაქეები საათობით დგანან სასაზღვრო ზოლთან. საქართველოში შემოსვლას კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახერხებს. 

შეგახსენებთ, პუტინმა რუსეთში გუშინ, 21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი პელოსი და ამერიკული დელეგაცია ჩავიდა ერევანში და სომხეთის ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად, ძალზედ მკაფიო და საინტერესო განცხადებები გააკეთეს, რომელიც ეხებოდა:

ამერიკის ურყევ მხარდაჭერას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში,

სომხეთის უსაფრთხოების მხარდაჭერას, მათ შორის თავდაცვის კუთხით,

აზერბაიჯანისა და თურქეთის ღია კრიტიკას, უმთავრესად სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული არაპროვოცირებული სასიკვდილო თავდასხმების გამო, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, თურქეთის ღია მხარდაჭერითა და წაქეზებით,

მინიშნებას, რომ სომხეთი ძალზედ უკმაყოფილოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობით და მეტიც, პელოსის თქმით არავინ იცის, მომავალში როგორ განვითარდება სომხეთისა და კუხო-ს თანამშრომლობა,

ამავდროულად, ნენსი პელოსი, ერევანში ეწვია სომხების გენოციდის მემორიალს, სადაც კიდევ ერთხელ დაგმო 1.5 მილიონი სომეხის მკვლელობა და მას გენოციდი უწოდა, რითაც პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დაადასტურა, აშშ-ის პოზიცია თურქების მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ,

დღის ბოლოს კი, ნენსი პელოსი და ამერიკული დელეგაცია, დაუგეგმავად შეხვდა სომხეთის თავდაცვის მინისტრს, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში,

პარალელურად კი, ხაზი გასევა, უსაფრთხო, მშბიდობიანი და დემოკრატიული კავკასიის რეგიონის არსებობას, რის მიღწევაშიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ამერიკის შეერთებული შტატები,

ეროვანში, პელოსის ხელმძღვანელობით ამერიკის კონგრესისის დელეგაციის მკაფიო და ხისტი განცხადებები, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის მიმართ,

დღის ბოლო, დაგმო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ,

განცხადებით ვიგებთ, რომ ნენსი პელოსის საფუძველს მოკლებული განცხადებები, მიღებელია ოფიციალური ბაქოსთვის, რაც სავარაუდოდ ხელს შეუშლის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზებას და კიდევ უფრო გაამწვავებს მას (ირიბად დაიმუქრნენ სამხედრო კონფლიქტის გამწვავებით)

ამერიკული დელეგაციის ვიზიტის და მკაფიო განცხადებებს, ასევე გამოეხმაურნენ ანკარაში, სადაც მოლოდინისამებრ დაიგმო აშშ-ის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპისიპირებისა და გენოციდთან დაკავშირებულ საკითხებში,

პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქულ-აზერბაიჯანული პოზიციების პარალელურად, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბაქოში დაიგეგმა, რუსეთის პრემირ მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი, რომელიც შეხვედრებს გამართავს, აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელებთან,

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასია გახდა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ახალი დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი ზონა,

ერთის მხრივ, თურქულ-აზერბაიჯანულ-რუსული “კუალიციით” და მეორეს მხრივ, მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს – აშშ-ს მონაწილეობით,რომელიც ცდილობს დემოკრატიის დაცვას და ავტორიტარიზმთან დაპირისპირებაში აშშ-ის ინტერესების ღრმად გატარებას, ამჯერად, სამხრეთ კავკასიის მეორე ქვეყანაში(საქართველოს შემდეგ) – სომხეთში, სადაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ძლიერდება დასავლური განწყობები და ამერიკის მიმართ ღია მხარდაჭერა,მთავარი აქცენტით, რომ სომხეთს არ სურს გადამგდები “კუხო”(რუსეთი) და სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება,

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კავკასიის რეგიონიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული და მოქმედება უწევს რუსეთ-თურქეთ-ირანის “გავლენის” ზონებში, ფაქტია, რომ აშშ-ს აქვს სერიოზული სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტები, რათა კავკასიაშიც წარმატებით შეძლოს დაპირისპირება “სამ მონსტრთან”, რომელიც საუკუნეებია ქმნიან კავკასიაში დღის წესრიგს,

რაც მთავარია, პელოსის სომხეთში ვიზტით და მსგავსი მკაფიო განცხადებებით, რომელიც ეხებოდა, სომხეთის და ზოგადად კავკასიის დემოკრატიული და მშვიდი გარემოს მხარდაჭერას, აშშ-მ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი კავკასიაში ავტორიტარიზმთან ახალ დაპირისპირებაში შესვლის შესახებ.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა როლი დაგვეკისრება, ჩვენ – საქართველოს, ამერიკის მიერ დემოკრატიის პრინციპების დაცვის საკითხში და რომელ მხარეს დავიჭერთ ამ ბრძოლაში, დემოკრატიის თუ ავტორიტარიზმის – World Military.

“აფხაზეთის დაბრუნების ორი სტრატეგია შეიძლება არსებობდეს – მოლაპარაკებები აწარმოო და ადგილზე მოკავშირედ გაიხადო საზოგადოების ის ნაწილი, აფხაზეთში ახლა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას რომ აპროტესტებს – ანუ სეპარატისტები, რომელთაც ესმით საკუთარი მიწის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა; ან მეორე ნაწილი, ისტებლიშმენტი და მთავრობის პარაზიტები, ანუ სეპარატისტები, რომლებიც სარგებლობენ ამ მიწითა და დამოუკიდებლობის იმიტაციით.

განსხვავება დიდია – პირველი უნდა გაიხადო კომპლემენტარებად და თანამებრძოლებად, რაც მიმდინარე მტრული დისპოზიციიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. მეორე ნაწილი უნდა იყიდო – აეგრე ბრიყვულად და მარტივად, უნდა მოისყიდო.

პირველი გზა ნიშნავს, რომ აქ კარგი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით და სამართლიანობით მივიზიდოთ აფხაზები, მეორე ვერსიაა, რომ ელიტა მოვისყიდოთ, როგორც რუსეთი იქცევა ყველგან.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი გზაა რასაც უნდა მივაწვეთ და გრძელ ვადაში ეგ ამბავი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამიტომ მხარდაჭერა ახლა მაგ ხალხს, როცა მოვა დრო და შეთანხმების მიღწევას შევეცდებით, ეგენი იქნებიან, ვინც რაციონალურად დაგველაპარაკებიან და დღეს ეგენივე არიან ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ – წერს მშვილდაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ისე ტოვებს, რომ ის “მთავარი არხის” დამფუძნებელთან მე-12-ე დაწესებულებაში არ შეუშვეს- “ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ” – ასეთია გავლენიანი ევროპელი დეპუტატის შეფასება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებაზე. კრამონი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია.

“პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია. საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ” აცხადებს ევროპარლამენტარი. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ისინი ყველაფრის ფასად დაიცავენ იმ რუსი მოქალაქეები უფლებებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.

“ჩვენ მათ უფლებებს დავიცავთ და არავის ექნება იმის საშუალება, რომ ის შელახოს” – აცხადებს პუტინი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა, ამ თარიღის შემდეგ კი სხდომის ჩატარების 10-მდე უშედეგო მცდელობა იყო. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სენაკის საკრებულოში, კვორუმის გარეშე სხდომები გაიმართა 2022 წლის 9 თებერვალსა და 23 თებერვალს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო.

საია-ს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და საკრებულოსათვის უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში არ მიიღებს, საქალაქო სასამართლოს უახლოეს მომავალში მთავრობის წინააღმდეგ მიმართავენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, როგორც ხაჭაპურიძემ თქვა,  მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

“ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ

29 აგვისტო, საქართველოს დიდი მეგობრის, ჯონ მაკ-კეინის დაბადების დღეა.

ქართველებს ძალიან კარგად გვახსოვს მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა 2008 წლის ომის დროს, იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგი დახარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის.

საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ მათი პოზიცია “ძალიან რბილი” იყო. როგორც კობახიძე ამბობს, “სამართლიანი არჩევნები” არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ  “მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას”:

„ულტიმატუმს აყენებენ პირიქით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საუბრობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. რაც შეეხება ISFED-ს, მის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT (ხმების პარალელური დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით, ჩვენ მათ შევთავაზეთ, გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში, მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა.

თუმცა აქაც კი მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც ISFED-ის  და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინა (და დასავლეთი) როცა გაიმარჯვებს, ზუსტად ვიცი, ქ/ოცნების და მისი მრევლის რეაქცია როგორი იქნება; იტყვიან, რომ ეს “პიროსის გამარჯვებაა”, რომ გამარჯვებას ფასი არ აქვს, რადგან უკრაინას ნგრევა და სიკვდილი მოუტანა, რომ ეს ავანტიურისტ ზელენსკის კლანის “ლიბერალური ფაშიზმის” გამარჯვებაა და ა. შ.

თუმცა, ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ “არგუმენტებს” ისეთივე ჩალის ფასი ექნება, როგორც იმას, რომ დუგინა, როგორც დუგინის არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ იდეოლოგიური შვილი, უცოდველი მსხვერპლია – იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ხელებშეკრული ბავშვები დახვრიტეს – აცხადებს ექსპერტი, იაგო კაჭკაჭიშვილი.

„ჩვენ, ხალხი” – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას.

ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი” – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!

კორესპონდენტი გთავაზობთ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორის და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოკლე ინტერვიუს:

ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იგივე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა, რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

– რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა… ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავცრობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა – რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსადაიმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

– საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად RT და Sputnik (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა, ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ “მიმებზე” მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან “ინსტაგრამსა” და “ტიკტოკზე”. ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ “სასარგებლო იდიოტები”, ბოტები, თუ ჭკვიანური მედია საიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.

საოკუპაციო რეჟიმი დამატებით თხრილებსა და მავთულხლართებს აკეთებს სამაჩაბლოს მიჯნაზე ამჯერად დუშეთის რაიონში. ჩვენი პასუხი იცით როგორია? – “გააქტიურებულია ცხელი ხაზი”. შემზარავია ეს ფრაზა და დაუცველობის განცდას აჩენს, მაგრამ ესაა პასუხი.

სახელმწიფო პირდაპირ ეთერში არ უნდა უყურებდეს ტერიტორიების ოკუპაციას და ამ ფონზე ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით პირში წყალჩაგუბებული, ხოლო საკუთარ მოსახლეობასთან გაყოყოჩებული ტონით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. რასაც რუსები აკეთებენ არის სამხედრო-პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ამ დროს ცენტრალური ხელისუფლებიდან რეაგირება და მათი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ამ პროცესების გაშუქება პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უფრო ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების აქტიურობისა და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობით უფრო ახსოვს ვიდრე ქვეყნის ხელისუფლების აქტიური კამპანიით, მით უფრო ახლა, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიის ფონზე – ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი გიორგი კობერიძე.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ექსპერტის სამუშაო ლიცენზია აღიარა, რაც იმას ნიშნავს რომ უცხოელი სპეციალისტი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ოფიციალურად ჩაერთვება. 

ცენტრი “ემპათია” ჯანდაცვის უწყების პასუხს კიდევ 4 ექიმზე ელოდება. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა აღნიშნული ოთხი ექსპერტისთვის ლიცენზიის მისანიჭებლად. დოკუმენტაცია უწყებას სავარაუდოდ მომდევნო კვირას გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოვლენ და ჩაერთვებიან ისინი მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კლინიკა ვივა მედის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილს დღეს თავისა და ზურგის ტვინზე  გეგმიური მაგნიტორეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ განაცხადა, MRT-ს შემდეგ გამოიკვეთა გაუარესება თავისა და ზურგის ტვინის გარკვეულ უბნებზე. მას ისევ უჭირს გადაადგილება და კვება. 

“ნუ უსმენთ ამ სირებს და ნუ გეშინიათ

ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე

შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ

ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ – რომ შეგეშინდეთ

ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია

სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს

სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი &ლე სალამურიაო

სადაც ყველა გაქცევაზეა ვისაც არათუ ინტელექტი, არამედ ელემენტარული ინსტინქტები აქვს შერჩენილი

სადაც ვიღაც მონები ჩვენი სახელით ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ მთავარ მეგობარ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დგას ჯერ კიდევ თუ რამე დარჩა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისგან და უსაფრთხოებისგან

აბა რაზე უნდა იფიქრო?

აბა რაზე უნდა ილაპარაკო?

სულ რაღაც 38 წლის გახდებოდა დღეს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე.

🔺️გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა… თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული…

⚠️აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

♦️გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს – 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.

“ქართულმა ლეგიონმა” მთელი ომის მიმდინარეობისას, უდიდეს წარმატებას მიაღწია და მათი დამსახურებით მთელ რიგ რეგიონში უკრაინელების დიდი წარმატება აქვთ.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გუშინ ლეგიონმა რუსული ტექნიკის საცავი გაანადგურა, რასაც თავად გამოეხმაურნენ და რუსები დატროლეს.

“ჰეი ორკები! გმადლობთ, რომ მთელი ეს საბრძოლო მასალა ასეთ მოსახერხებელ ადგილას მოაგროვეთ და თქვენს მეთაურებს ქართული სტუმართმოყვარეობის ჩვენების საშუალება მოგვეცით!

კიდევ გვაქვს ხაჭაპური აჭარული – მიტანითაც კი მოგცემთ უფასოდ. “- ვკითხულობთ ლეგიონის განცხადებაში.


“დღეს, რამდენიმედღიანი სპეციალური პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე ვიდეო გამომექვეყნებინა. მაინტერესებდა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რა რეაქცია ექნებოდა და ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, უკრაინასთან თუ არა, თავის ქვეყანასთან მიმართებით მაინც გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში.

მოხდა ისე, როგორც ველოდი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ქართული მედიისთვის თვალყურის დევნების დროს ერთადერთი რაც ვიპოვე, ჩემი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატებისთვის, მათ შორის ჩემთვის, რადგან მეც დეპუტატი ვარ, დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევისა და მათი დასჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეს გააზვიადეს და ამ ამბისგან რაღაცა სპეცოპერაცია შექმნეს.

ახლა, კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება. აბა კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით, – ამბობს არახამია.”