ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 2022 წლიდან 2025 წლამდე 79 ერთეულ როიალს შეიძენს.

კონსერვატორიამ როიალების უმსხვილეს მწარმოებელთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

31 მილიონი ლარით სახელმწიფო 79 ერთეულ როიალს შეიძენს, რომელთა ფასი 93 ათასი ევროდან 139 ათას ევრომდე მერყეობს. შესყიდვის საშუალო ფასი კი 98 ათასი ევროა.