2 თებერვალი საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც აღნიშნავს.

„წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა  რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. ამ ღონისძიებას საქართველო წელს მეშვიდედ შეუერთდება.

საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული, წლევანდელი ღონისძიებები პანდემიის გამო განსხვავებული იქნება. სხვა და სხვა ნაწარმოებებს ავტორები ონლაინ რეჟიმში წაიკითხავენ. ამასთან ერთად წიგნის მოყვარულებს მწერლებთან ვირტუალური შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. ამ დღეს უერთდება იუნესკოს პროექტი – “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” , რომელიც პუშკინის სკვერში, წიგნის ხმამაღლა კითხვასთან ერთად გამომსვლელებს, შერჩეულ წიგნებს საჩუქრად გადასცემენ. ასევე ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება წიგნის ქომაგი.

USAID-ის საბაზისო განათლების, წიგნიერების გუნდის მიერ მომზადებულია მასალა, რომელიც პატარა მკითხველებს სრულფასოვანი წიგნიერებისკენ მოუწოდებს. მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ სასარგებლო რჩევებს პატარა მკითხველებისთვის და მათი მშობლებისთვის. (სრული მასალა ხელმისაწვდომია მათ ოფიციალურ გვერდზე)