საქართველოს ბევრი საინტერესო შეუძლია გაუზიაროს მსოფლიოს. ქვეყნის, როგორც მაღალი ღირებულების ტურისტული ადგილის პოპულარიზაციით მხარს ვუჭერთ საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისა და ბიზნესებისთვის.

ნახეთ საქართველო ბლოგერების თვალით, შეიტყვეთ იმის შესახებ თუ როგორ ვითანამშრომლეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან რათა ხელი შევუწყოთ ზამთრის ტურიზმის განვითარებას და მთიან რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას.

ახეთ და გააზიარეთ ვიდეო.

2022 წლის 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო, მსოფლიო დონის შეჯიბრს უმასპინძლებს.

შეჯიბრი მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტსა და მის მიმდებარე სამთო არეალზე გაიმართება. ღონისძიება მოიცავს მცირე და დიდ ფრირაიდ შეჯიბრებს. მცირე შეჯიბრი ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი- მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას უზრუნველყოფს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეებთან საორგანიზაციო გუნდის შეხვედრები, მესტიის ცენტრში ფრირაიდის შეჯიბრების ჩვენება და გამოსამშვიდობებელი საღამო.

ძირითადი მხარდამჭერები და განმახორციელებლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, USAID, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და ,,შან-ლენდი“ არიან.

ღონისძიება ტარდება Freeride World Tour-ის ეგიდით. ტექნიკურ მხარდაჭერას კი უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები: Evolution 2, French Freeride Series, CDA Management და White Rabbit. წყარო: freerideworldtour.com

სვანეთში ელექტრო კრიზისს ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს – “ახლა რაც შეეხება სვანეთს და ხატზე დაფიცების ამბავს. ხატზე არც ვიტია ჯაფარიძეს დაუფიცებია და არც ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა და მომხდარით მხოლოდ ადგილობრივებმა იზარალეს. ასე დამთავრდა ეგ ამბავი.”

სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება( განსაკუთრებით კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვების გამო), რასაც მოჰყვა ელექროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო. რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, თუ კი სვანეთში საჭირო იყო მოსახლეობის მხარდაჭერა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სახით? უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ამ ფულს არაყში? ეს მისი ნება იქნებოდა, გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი.

ახლა რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისათვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, ჩააბნელეს მთელი სვანეთი, დააწესეს გრაფიკი. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი. ახლა დაიწყება კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არა და რაში არიან ისინი დამნაშავეები-არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. დააწესე ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და მორჩება ყველაფერი.

ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან: 90-იანი წლების დასაყისში საქართველოში პურის ფასი იყო ყველაზე დაბალი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ღირდა 30 კაპიკი, რამდენჯერმე იაფი სხვებთან შედარებით. ეს მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით კეთდება. ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ საქონლის პურით გამოკვება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქატოთი. ფქვილი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოდიოდნენ ჩვენთან პურის საყიდლად( არ იყო მაშინ საზღვარი) და თავიანთ ძროხებს და ღორებს ჩვენი ფუნთუშებით ანებივრებდნენ. მხოლოდ პურზე საბაზრო ფასების დაწესებამ შექმნა ამ სფეროში კერძო წარმოება. დღეს ეს სექტორი ყველაზე საბაზროა და კონკურენციის ხარისხიც ყველაზე მაღალია, ამიტომ სასაცილო იყო, როცა მთავრობის დავალებით ანტიმონოპოლისტურმა სამსახურმა დაიწყო პურზე ფასების ზრდის მიზეზების შესწავლა. შეკვეთა იყო, რომ ვიღაცა, განტევების ვაცი, დაესაჯათ. რა შეისწავლეს და რა დაადგინეს დღემდე არაა ცნობილი.