აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

“ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში.”- განაცხადა ალიევმა პრაღაში.

სომხეთმა, ინდეოთთან ხელი მოაწერა 254 მილიონი დოლარის ღირებულების, სამხედრო-სავაჭრო კონტრაქტს, რომლის ფარგლებში სომხეთი ინდეოთიდან მიიღებს, PINAKA-ს ტიპის მულტიკალიბრულ სარაკეტო საარტილერიო სისტემებს, მისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, მართვად ტანკსაწინაადეგო სისტემებს და სომხეთის შეირარებული ძალების შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა საბრძოლო სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას,

ახლა რაც შეეხება Pinaka-ს ტიპის მულტიკალიბრულ სარაკეტო საარტილერიო სისტემებს,

არსებობს Pinaka-ს 3 ვერსია, რომელიც აქტიურ შეიარაღებაზე იმყოფება და ერთი ტესტირების ბოლო ფაზაში მყოფი:

Pinaka MK-I, რომელიც იყენებს სტანდარტულ 122მმ-იან რეაქტიულ საარტილერიო რაკატებს, მოქმედების მანძილით 20 კმ და 214 მმ-იან რაკეტებს მოქმედების მანძილით 37.5 კმ,

Pinaka MK-II, რომელიც იყენებს სტანდარტულ 122მმ-იან რაკეტებთან ერთად, გაზრდილი დიაპაზონის მქონე 122 მმ-იან რაკეტებს, მოქმედების მანძილი 45 კმ და 214მმ-იან რაკეტებს 45-60 კმ-ს მოქმედების მანძილით,

Guided Pinaka, რომელიც იყენებს მართვად 214მმ-იან რაკეტებს, მოქმედების მანძილი 75კმ, მასში ინტეგრირებულია მართვის სატელიტური და ინერციული ნავიგაციით ხელმძღვანელობა,

Pinaka MK-III, ისრაელთან ერთად წარმოებული, ტესტირების ბოლო ფაზაში მყოფი სისტემა, რომელიც იყენებს 214 მმ-იან მართვად საარტილერიო რაკეტებს, გაზრდილი დიაპაზონით 90 და 120 კმ მოქმედების მანძილით, GPS/INS ხელმძღვანელობით.

Pinaka-ს ბატარეში შედის – 6 გმაშვები მანქანა, 6 სატრანსპრტო და 6 მტვირთავი მანქანა, ამავდროულად 1 სამთაურო კონტროლის პუნქტი და 1 კონტრ-ბატარიული რადარი.

როგორც ჩანს, პაშინიანის დაპირებისამბერ და არსებული უდიდესი რისკების ფონზე, სომხეთმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი, შეიარარებული ძალების გრძელი მუშტის გაძლიერების საკითხს, ახლა საკითხავია რამდენად სწრაფად მოხდება საარტილერიო სისტემების ათვისება-მიწოდება სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის – World Military.

მოგეხსენებათ გუშინ სომხეთის პრემიერ მინისტრი , საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში.

,,საფრანგეთი აიღებს პასუხისმგებლობას მშვიდობაზე თქვენს ქვეყანაში და რეგიონში, რათა თქვენმა ქვეყანამ გახსნას საზღვრები”

,, აზერბაიჯანის ჯარები უნდა
დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ პოზიციებზე”

ის ფაქტი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არის დემარკალიზირებული, არ არის საბაბი აზერბაიჯანის ჯარების სომხეთის ტერიტორიაზე წინსვლისთვის და თავდასხმის.- ემანუელ მაკრონი (World Military).

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ბოლო ორი დღეა გრძელდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებების ინტენსივობა და მასშტაბი,

ამჯერად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქელბაჯარის რაიონის სასაზღვრო ზონაში, ღამის 02:00 საათზე, სომხური ქვედანაყოფების მიერ ადგილი ქონდა კიდევ ერთ პროვიკაციას, კერძოდ, სომხურმა ნაწილებმა, მსვილკალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მსუბუქი შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს,

პარალელურად კი, სომხური დივერსიული ჯგუფი ცდილობდა, აღნიშნულ ზონაში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას,

საპასუხო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ჩაახშვეეს სომხური საცეცხლე პოზიციები და დივერსიულმა ჯგუფმა უკან დაიხია,

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს იმასაც, რომ წუხელ საღამოს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული დეზინფორმაციაც, თითქოს აზერბაიჯანულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით, ემსახურებოდა სწორედ ამ პროვოკაციას განხორციელებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვარზე მორიგი ესკალაცისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხურ მხარეს.

განცხადების ბოლო ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს საათებში ან დღეებში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება – World Military.

ბლინკენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე: დროა დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.

„დღეს მე მქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. როგორც შეხვედრის დროს აღვნიშნე დადგა დრო, რომ ჯარები უკანა პლანზე გადაწიონ და დიპლომატები დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი- ინფოემაციას ავრცელებს World Military.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი პელოსი და ამერიკული დელეგაცია ჩავიდა ერევანში და სომხეთის ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად, ძალზედ მკაფიო და საინტერესო განცხადებები გააკეთეს, რომელიც ეხებოდა:

ამერიკის ურყევ მხარდაჭერას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში,

სომხეთის უსაფრთხოების მხარდაჭერას, მათ შორის თავდაცვის კუთხით,

აზერბაიჯანისა და თურქეთის ღია კრიტიკას, უმთავრესად სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული არაპროვოცირებული სასიკვდილო თავდასხმების გამო, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, თურქეთის ღია მხარდაჭერითა და წაქეზებით,

მინიშნებას, რომ სომხეთი ძალზედ უკმაყოფილოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობით და მეტიც, პელოსის თქმით არავინ იცის, მომავალში როგორ განვითარდება სომხეთისა და კუხო-ს თანამშრომლობა,

ამავდროულად, ნენსი პელოსი, ერევანში ეწვია სომხების გენოციდის მემორიალს, სადაც კიდევ ერთხელ დაგმო 1.5 მილიონი სომეხის მკვლელობა და მას გენოციდი უწოდა, რითაც პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დაადასტურა, აშშ-ის პოზიცია თურქების მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ,

დღის ბოლოს კი, ნენსი პელოსი და ამერიკული დელეგაცია, დაუგეგმავად შეხვდა სომხეთის თავდაცვის მინისტრს, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში,

პარალელურად კი, ხაზი გასევა, უსაფრთხო, მშბიდობიანი და დემოკრატიული კავკასიის რეგიონის არსებობას, რის მიღწევაშიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ამერიკის შეერთებული შტატები,

ეროვანში, პელოსის ხელმძღვანელობით ამერიკის კონგრესისის დელეგაციის მკაფიო და ხისტი განცხადებები, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის მიმართ,

დღის ბოლო, დაგმო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ,

განცხადებით ვიგებთ, რომ ნენსი პელოსის საფუძველს მოკლებული განცხადებები, მიღებელია ოფიციალური ბაქოსთვის, რაც სავარაუდოდ ხელს შეუშლის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზებას და კიდევ უფრო გაამწვავებს მას (ირიბად დაიმუქრნენ სამხედრო კონფლიქტის გამწვავებით)

ამერიკული დელეგაციის ვიზიტის და მკაფიო განცხადებებს, ასევე გამოეხმაურნენ ანკარაში, სადაც მოლოდინისამებრ დაიგმო აშშ-ის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპისიპირებისა და გენოციდთან დაკავშირებულ საკითხებში,

პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქულ-აზერბაიჯანული პოზიციების პარალელურად, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბაქოში დაიგეგმა, რუსეთის პრემირ მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი, რომელიც შეხვედრებს გამართავს, აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელებთან,

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასია გახდა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ახალი დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი ზონა,

ერთის მხრივ, თურქულ-აზერბაიჯანულ-რუსული “კუალიციით” და მეორეს მხრივ, მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს – აშშ-ს მონაწილეობით,რომელიც ცდილობს დემოკრატიის დაცვას და ავტორიტარიზმთან დაპირისპირებაში აშშ-ის ინტერესების ღრმად გატარებას, ამჯერად, სამხრეთ კავკასიის მეორე ქვეყანაში(საქართველოს შემდეგ) – სომხეთში, სადაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ძლიერდება დასავლური განწყობები და ამერიკის მიმართ ღია მხარდაჭერა,მთავარი აქცენტით, რომ სომხეთს არ სურს გადამგდები “კუხო”(რუსეთი) და სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება,

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კავკასიის რეგიონიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული და მოქმედება უწევს რუსეთ-თურქეთ-ირანის “გავლენის” ზონებში, ფაქტია, რომ აშშ-ს აქვს სერიოზული სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტები, რათა კავკასიაშიც წარმატებით შეძლოს დაპირისპირება “სამ მონსტრთან”, რომელიც საუკუნეებია ქმნიან კავკასიაში დღის წესრიგს,

რაც მთავარია, პელოსის სომხეთში ვიზტით და მსგავსი მკაფიო განცხადებებით, რომელიც ეხებოდა, სომხეთის და ზოგადად კავკასიის დემოკრატიული და მშვიდი გარემოს მხარდაჭერას, აშშ-მ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი კავკასიაში ავტორიტარიზმთან ახალ დაპირისპირებაში შესვლის შესახებ.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა როლი დაგვეკისრება, ჩვენ – საქართველოს, ამერიკის მიერ დემოკრატიის პრინციპების დაცვის საკითხში და რომელ მხარეს დავიჭერთ ამ ბრძოლაში, დემოკრატიის თუ ავტორიტარიზმის – World Military.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დელეგაციასთან ერთად სომხეთი დატოვა.

მისი ვიზიტი სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან სომხებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ მათ მიერ უკანონოდ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები შეაჩეროს.

პრესკონფერენციაზე პეოლოსიმ ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა სომხეთს ,,უსაფრთხოების სფეროში დაეხმაროს,” ახლა გადაწყვეტილება ოფიციალურ ერევანზეა.

ერევანში ვითარება კრიტიკულია, ოპოზიციონერმა მომიტინგეებმა, სომხეთის პარლამნეტის სახელისუფლებო დეპუტატებს ვადა 01:15 საათამდე მისცეს, რათა მივიდნენ პარლამენტში და პაშინიანს მოუწყონ იმპიჩმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცხადდება დეპუტატების საცხობრებელი მისამართები და მომიტინგეები ძალით მიიყვანენ მათ პარლამნეტის შენობაში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, იმპიჩმენტის პროცედურები უკვე დაიწყეს და ბოლომდე მისაყვანად საჭიროა სახელისულფებო დეპუტატებიდან დამატებით 18 ხმა, სწორედ ამ 18 დეპუტატის ძალით მიყვანას აპირებენ მომიტინგეები პარლამნეტში – World Military.

ინტენსიური შეტაკებები არ წყდება სომხეთ-აზერბაიჯნაის სასაზღვრო ზოლის სამხრეთ ნაწილში, ამ წუთებში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიდის, ვარდენისის პროვინციის მიმართულებაზე,

ჯერ დაუდასტურებელი ცნობებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის მხარდაჭერით, მექანიზირებული შეტევა აღნიშნულ ზონაში,

თავის მხრივ, სომხური ნაწილები ცდილობენ თავდაცვითი ხაზის შენარჩუნებას, რის გამოც დიდია მსხვერპლი მათ რიგებში, დადასტურებულად ვიცით, რომ უკვე დაიღუპა 49 სომეხი სამხედრო, თუმცა როგორც სომხურ მედიაში აცხადებენ, მსხვერპლის რიცხვია 100-დან 150 სამხედრომდე მერყეობს, დაჭრილების რაოდენობა კი 200-ზე მეტია, რის გამოც აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რეგიონებში მოსახლეობამ დაიწყო სისხლის ჩაბარება,

ილჰამ ალიევმა, ბაქოში, საგანგებო შეხვედრა გამართა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან და კონფლიქტის ზონაში არსებული ოპერატიული ვითარება განიხილა,

თავის მხრივ, პაშინიანმა საგანგებო განცხადებისას, ირიბად დაადასტურა, რომ ალიევი ითხოვს სომხურმა ნაწილებმა დაუყოვნებლივ დატოვოს მთიანი ყარაბაღი და ამსთან ერთად, მიიღოს ზანგეზურის უსაფრთხო კორიდორი ნახიჭევანამდე გასასვლელად,

პაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთი არ აპირებს აზერბაიჯანისთვის სომხეთის ტერიტორიაზე, რაიმე სახის კორიდორის გადაცემას და ამვადროულად, ყარაბაღში დაცული უნდა იქნას, სომხური მოსახლეობის ინტერესები (სტატუსსზე გაამახვილა ყურადღება)

ვითარება რთულია, როგორც ჩანს რუსეთი არ და ვერ აპირებს კონფლიქტში ჩარევას, შესაბამისად, უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე – World Military.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და უპილოტო დამრტყმელი დრონების დახმარებით ბომბავენ სომხეთის საზღვართან არსებულ დასახლებებს. შეტაკებები ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

,, აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის პასუხი სომეხი სამხედროების ფართომასშტაბიან პროვოკაციებზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდანაც გავრცელდა ონფორმაცია მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაღუპულების შესახებ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო თავდასხმის ქვეშაა ქალაქები: გორისი, კაპანი, ჯერმუკი, კორნიძორი, ასევე სოფლები ვარდენისი, არენი, სოტკი, ვერინ შორჟა, ნორაბაკი, კუტი და მეც მასრიკი.

CSTO-ს(ОДКБ) შეთანხმებით სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ორგანიზაციის წევრ ყველა ქვეყანაზე (ბელარუსია, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი).

26 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აღადგინეს სრული კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რომელიც გახლავთ სომხეთსა და მთიან ყარააბღს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი და რომელზედაც დღემდე კონტროლს რუსულ-სომხური სამხედრო ნაწილები ახორციელებდნენ.

თუმცა, დაახლოებით 1 თვის წინ, აზერბაიჯანელთა ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებისა და შემდგომ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის ჩატარების ფონზე, რითაც ბაქომ მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყბება დაანონსა, რუსულ-სომხური მხარე იძულებული გახდა, რომ შეესრულებინათ ყარაბაღის მე-2 ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და დაგვიანებით, თუმცა მაინც გადასცეს სრული კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, ქ.ლაჩინზე და მიმდიბარე სტრატეგიულ დასახლებებებზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს.

ლაჩინის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რომელთაც არ სრუდათ აზერბაიჯანის კონტროლში მოქცევა, მიეცა ვადა,რათა დაეტოვებინათ აზერბაიჯანული ტერიტორია, იმ გზით, რომელიც აზერაიჯანულმა მხარმ დააგო და რომლის დაგების პროცედურები, სამშვიდობო ხელშეკრულების გათვალისწინებით, გაცილებით ადრე სომხურ მხარეს უნდა ეზრუნველყო.

შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის ის ნაწილი, რომელიც ახლა კვლავ რჩება რუსულ-სეპარატისტული ძალების კონტროლში, მოწყდა სომხეთთან სახმელეთო საზღვარს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას,
თუნდაც იძულებით და ომის დასრულებიდან მე-5 წლისთავზე, ხელმოწერილი პირობის მიხედვით, თუ კი აღარ მოისურვებს რუსი სამშვიდობოების დარჩენას ადგილზე აზერბაიჯანული მხარე, აზერბაიჯანი სრულ კონტროლს დაიბრუნებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე (ხანკენდი) – world military.

განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ვითარება მთიანი ყარაღის ხელისუფლების შეფასებით, უკიდურესად დაძაბულია“,- განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა დაძაბულობის შემცირების მიმართულებით.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო 2 დღეა, სიტუაცია თანმიმდევრულად მწვავდება ყარაბღაში. ყველაფერი კი დაიწყო მას შემდე, რაც ილჰამ ალიევმა ღიად დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია პირობის შეუსრულებლობაში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური ქვედანაყოფების სრულად გაყვანას ეხებოდა. პირობა, რომელიც დაიდო მას შემდეგ, რაც ომი ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა და რუსი სამშვიდობეოები შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ჯერჯერობით ვერ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პირობის თანახმად, მინდიანრე წლის ივნისში ლაჩინის კორიდორისა და მთიანი ყარაბაღის, ჯერ კიდევ სეპარატისტული მთავრობის კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, სადაც ამავდროულად მოქმედებენ რუსი სამშვიდობები, უნდა გასულიყვნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთმა პირობა არ შეასრულა, რასაც აზერბაიჯანული მხრიდან კრიტიკა და სომხური ნაწილების ძალისმიერი გზით გაყვანის მუქარა მოჰყვა.

მუქარის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის დაბრუნებულ ტერიტორიაზე დაიწყო დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილების, მათ შორის საარტილერიო და მექანიზირებული ქვედანაყოფების შეყვანა, რომელთა კადრები გავრცელდა ინტერნეტ რესურსებში, რის გამოც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მაღალი რანგის ოფიცრები დაითხოვა ჯარიდან.

მობილიზების კადრების გავრცელებას მოჰყვა ოფიციალური ერევნის განცხადებები, რომ აზერბაიჯანი აპირებს ხელახალი შეტვის წამოწყებას ყარაბაღში, თუმცა აღნიშნული უარყო აზერბაიჯანმა და სომხური მხარე დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

ორი დღის წინ კი, პირველი შეტაკებები დაფიქსირდა, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით, ცეცხლის გახსნის ბრალდებებით მხოლოდ სიმხური მახრე შემოიფარგლა, ხოლო აზერბაიჯანულმა მხარემ, კვლავ უარყო რაიმე სახის აქტივობა. რაც შეეხება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ დაადასტურეს კონტაქტის ხაზზე შეტაკებები და განაცხადეს, რომ რუსი სამშვიდობების ჩარევის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა.

უკვე დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებით, ლაჩინის რაიონში, მთიანი ყარაბაღის დასავლეთით, სადაც გადის ლაჩინის კორიდორი და მას აკონტროლებენ რუსი სამხედრობი, სომხური სეპარატისტული სამხედრო ფორმირებებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯნაული პოზიციების მიმართულებით, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, სიტუაციის გართულებაში ბრალს დებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რადგან მათ არ შეასრულეს პირობა და მოკლული სამხედროს გამო, სეპარატისტების წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრა – World Military.

დიდი პოსტ-საბჭოთა სურათი ასე გამოიყურება: აზერბაიჯან-სომხეთის კრიზისი, შედეგი რუსეთის როლის გაძლიერება. ბელორუსიის კრიზისი, რუსეთის როლის გაძლიერება. ყაზახეთის კრიზისი, რუსეთის როლის გაძლიერება. უკრაინის ულტიმატუმის შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი ჩვენ ვართ… გია ხუხაშვილი