კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში, „აქტუალურ შაბათი“ განაცხადა.

„იულონ გაგოშიძე ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომლის არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა, ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე ბატონი იულონის მეუღლე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, ასევე იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს.