2022 წლიდან GAU-ში, უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის, სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო 5000 ლარიანი სტიპენდია გაიცემა.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს, რომელთა საერთო შეწონილი ქულა (GPA) უდრის ან აღემატება 3.0-ს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ 1 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. პირველი ეტაპი 27 თებერვალს, GAU-ში ჩატარდება და სტუდენტთა ნამუშევრებს სპეციალურად შექმნილი ჟიური შეაფასებს. მე-2 ეტაპზე კი მონაწილეები გააკეთებენ პრეზენტაციას, რომლებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან სახელობითი სტიპენდიანტები.
გასაუბრების შემდეგ კომისია ერთ გამარჯვებულს შეარჩევს, რომელიც სოფო შუბლაძის სახელობით სტიპენდიას, 5 000 ლარს, მიიღებს.