NATO-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ალიანსი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ჩრდილოეთ ნორვეგიის ტერიტორიაზე მარტის დასაწყისში გეგმავს.

Cold Response 2022 -ში მონაწილეობას 26 ქვეყნიდან 35 000 ჯარისკაცი მიიღებს. წვრთნებში ჩართვა დაადასტურა NATO-ს 30 წევრი ქვეყნიდან 23-მა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის პარტნიორი ქვეყნები – ფინეთი და შვედეთიც.

წვრთნებში ჩაერთვება ნორვეგიის თავდაცვის დიდი ნაწილიც. “ეს იქნება ნორვეგიის ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე დიდი წვრთნები 1980 წლის შემდეგ”. – ამბობს ნორვეგიის ერთობლივი ოპერატიული შტაბის სპიკერი, პრებენ აურსანდი.

მსგავსი წვრთნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების ჩრდილოეთის კლიმატში ბრძოლისთვის მომზადებას. Cold Response 2022 ორჯერ აღემატება 2020 წლის ოპერაციას, რომელშიც 16,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა, ათი ქვეყნიდან.

წყარო: Highnorthnews.com