ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია. ამ საკითხს რამდენიმე ევროპლი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, არ დაბლოკონ გადაწყვეტილება რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ.

NBC აღნიშნავს, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ამ ფინანსური სისტემიდან გაძევება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი იქნება, რისი გადადგმაც შესაძლებელია და ის რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს. აღნიშნული სანქციის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც განიხილავდნენ, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის SWIFT-დან გაძევებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დააზიანოს, მათი, რომელთა საფინანსო ინსტიტუტები რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.