მომიტინგეებმა,ზოგიერთმა მათგანმა, სატვირთო მანქანებითაც კი ბოლო კვირეების განმავლობაში გადაკეტეს კანადის დედაქალაქ ოტავას ქუჩები, კოროვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით.
დემონსტრანტებმა თავიანთ მოძრაობას “თავისუფლების კოლონა” უწოდეს და ზედიზედ მეორე შაბათ-კვირაა საყვირებით, ფეიერვერკებით და ტროტუარებზე მანქანების მოძრაობით აპროტესტებენ კორონავირუსისგან გამოწვეულ შეზღუდვებს. ამ ყველაფერს ოტავას პოლიციამ უკვე უწოდა, როგორც “უკიდურესად დამანგრეველი და უკანონო ქცევა”. სამშაბათს, კოლონამ გადაკეტა აშშ-კანადის მეორე სახმელეთო გადასასვლელი.
ოტავას პოლიციის სამსახურმა თქვა, რომ პრევენციული ზომების გატარების მიზნით ოფიცრებმა გამოწერეს ასობით ჯარიმა, რამდენიმე დააკავეს და წაართვეს საწვავი და მანქანები. ამ ყველაფრის ფონზე კი კვირას ოტავას მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: ვოშინგტონ პოსტი